ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა მოეწყობა

970

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილი და საფეხმავლო გზა გაკეთდება.

“ველობილიკი და საფეხმავლო გზა ამ კონკრეტულ ადგილს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ სწორად იყოს გამოყენებული. პროექტს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ დედაქალაქს უკეთებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს თბილისის მერმა ახალი პროექტი “თბილისის ცის ქვეშ” წარადგინა.