2018 წლის ბოლომდე გორში კიდევ 4 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 470 131 ლარია გათვალისწინებული. გორის მერიის ცნობით, გზების რეაბილიტაციის პროცესი 2013 წლიდან დაიწყო. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
ამ დრომდე სხვადასხვა სახის სამუშაოები გორის მასშტაბით სულ 41 ქუჩაზე შესრულდა. 13 ქუჩაზე დაწყებულია გზების რეაბილიტაცია, რისთვისაც 19 29915 ლარი გამოიყო.
საჩხერის მუნციპალიტეტის სოფელ კორბოულში, სისვაძეების უბანში, გზის რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი გარდამავალია. მიმდინარე წელს კორბოულის ცენტრალური საავტომობილო გზიდან სისვაძეების საჯარო სკოლამდე 1 000 მ/ს გზა მოეწყობა, ხოლო 2019 წელს დამატებით 2 700 მ.
როგორც მერიაში აცხადებენ, პირველი ეტაპის სამუშაოს ინდმეწარმე მურმან ტოგონიძე 643 925 ლარად ასრულებს.
პროექტისთვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გამოიყო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საქართველოში ერთადერთი ბორანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნული ბორანი, ახალსოფლის მცხოვრებლებისთვის მდინარე რიონის მოპირდაპირე მხარეს, სახნავ-სათეს მიწებზე დასაკავშირებელი უმოკლესი გზაა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ბორანი ზამთარში სტიქიის შედეგად დაზიანდა.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამწვანების და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.
ქუთაისის მერიამ მრავალბინიანი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობისთვის 400 ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სულ 27 ეზო უნდა კეთილმოეწყოს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
სატენდერო წინადადების მიღება 1 ივნისს იწყება და 6 ივნისს მთავრდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს. კორპუსების ეზოს საფარის მოწესრიგებისათვის ტენდერები ყოველწლიურად იმართება.
როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და სამუშაოები ერთდროულად ოთხი მისამართზე შესრულდება.
"„Tahal Group BV”ის წარმომადგენლების თქმით, 1 ივნისიდან დაიწყება საველე სამუშაოები, პრიორიტეტად კი შერჩეულია წინა კონტრაქტორის მიერ უკვე გადათხრილი ქუჩები. სამუშაოები მალთაყვისა და ნაბადის უბნებში, ერთდროულად რამდენიმე მისამართზე დაიწყება. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველივე ეტაპზე განხორციელდება",- ნათქვამია მერიის მიერ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარება, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, რომლის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებაა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"პროექტის პირველი ფაზა 2012 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში (2018-2021 წწ) დასახული მიზნებია თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის...
"საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, რეგიონებში ლოგისტიკური ცენტრები გაიხსნება. ოთარ დანელიას განცხადებით, საპარტნიორო ფონდი ძირითადად ამ მიმართულებით მუშაობს.ამასთან, დანელია დასძენს, რომ ინვესტორების დაინტერესება, ჩადონ რეგიონში ფული, რთულია. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"როდესაც მთავარი პრიორიტეტი რეგიონული განვითარებაა, უნდა მივყვეთ განვითარების გეგმას და შევქმნათ კომერციული ინტერესი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ, ამ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ რეგიონებში ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაზე. ჩვენი როლი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას, რომლის თანახმადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესია განსაზღვრული, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა. droa.ge-მ გადაწყვიტა, გაერკვია, კიდევ რომელ მუნიციპალიტეტებშია ამგვარი წესი დადგენილი და, ზოგადად, რეგულირდება თუ არა სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა რაიმე ნორმატიული აქტით.
"თვითმმართველობის კოდექსის" თანახმად, სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარი უფლებამოსილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, დაადგინონ წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს მუნიციპალური სასაფლაოების ადმინისტრირება, მოწყობა...
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა დაიწყო.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება უშუალოდ სკოლების მიმდებარედ, სადაც ყოფილა ბავშვთა მსხვერპლიც.
"გვაქვს მიზანი, რომ დაიწყოს "სასკოლო ზონის" პრინციპის დანერგვა, სადაც იმოქმედებს საგზაო უსაფრთხოების განსაკუთრებული და თანამედროვე სტანდარტები. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა აღრიცხვიანობა, რის შემდეგაც ვგეგმავთ მივმართოთ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს," - აცხადებენ ასოციაციაში.
"გთხოვთ,...
დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კახეტის ხმა ავრცელებს.
მემორანდუმის ფარგლებში მერია, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით, სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული განვითარებისა და მიწათსარგებლობის სისტემის გაუმჯობესების გენერალურ გეგმას მოამზადებს.
,,მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი საპილოტო პროექტის შედეგად არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ სივრცით-ტერიტორიული ინფორმაციას - მიწის ნაკვეთების რუკებს, გეგმებს, მიწის ნაკვეთის კატეგორიებს, არსებულ განაშენიანებას...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამბურიამ განაცხადა, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერება, ცნობადობის ამაღლება და ქმედუნარიანობის ხელშეწყობა.
„ჩვენ დავიწყეთ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. ჩვენ შევქმენით გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურების თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა ქალთა...
მერიის ინფორმაციით, ბათუმში ზებრა გადასასვლელები იხაზება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამუშაოები გორგილაძის ქუჩაზე ხორციელდება, რის შემდეგაც ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩები დაიხაზება.
აღსანიშნავია, რომ ზებრა გადასასვლელები ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზეც დაიხაზება.
"საგზაო მონიშვნის სამუშაოები საჭიროებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება",- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელშეკრულებო ღირებულება ზებრა გადასასვლელების მოსაწყობად 265 500 ლარს შეადგენს.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებვს.
სკეიტპარკი გათვლილი იქნება როგორც დამწყები და მოყვარული, ასევე, პროფესიონალი მოზარდებისა და დიდებისთვის.
ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე სულ ახლახანს 15 მაისს გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის 210 ათას ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.
სკეიტბორდის მოედის საგრანტიო ვადა 4 წლით განისაზღვრა. ამ დროის განმავლობაში, ტენდერში...
წინა სტატია
თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა პროექტის დეტალები განმარტა.
ელოშვილის თქმით, დეველოპერებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, სადაც დაზარალებული ოჯახებისთვის ბინები უნდა აშენდეს. გამარჯვებული დეველოპერი კი ის გახდა, რომელიც მერიას ყველაზე მეტ ბინას შესთავაზებს.
„შევიმუშავეთ ისეთი მიდგომა, რომ გამოიყო 16...
წინა სტატია
ცოტა ხნის წინ ახალციხეში ფორუმი - "სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი" გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, უკვე ნახევარ წელზე მეტია, საქართველოს ხელისუფლება დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს. შესაბამისად, საინტერესო იყო, რა პრობლემებზე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობების პირველმა პირებმა და რამდენად აპირებს მთავრობა ამ საკითხების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში ასახვას.
გთავაზობთ ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ მომზადებულ ინტერვიუს თვითმმართველობის პორტალ droa.ge-ს...
ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქში ბევრი მშენებლობაა გაჩერებული, მის ნებართვაზე კი ბათუმის მერი ხელს არ აწერს. ესახებ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ლაშა კომახიძის მერობის პერიოდში უწყებაში მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განცხადებაა შესული. სამწუხარო ფაქტი ისა, რომ მოქალაქეთა 95 % -ზე მეტს არც დადებითი და არც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































