გორში გზების რეაბილიტაციისთვის წელს 1 929 915 ლარია გათვალისწინებული

667

2018 წლის ბოლომდე გორში კიდევ 4 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 470 131 ლარია გათვალისწინებული. გორის მერიის ცნობით, გზების რეაბილიტაციის პროცესი 2013 წლიდან დაიწყო. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

ამ დრომდე სხვადასხვა სახის სამუშაოები გორის მასშტაბით სულ 41 ქუჩაზე შესრულდა. 13 ქუჩაზე დაწყებულია გზების რეაბილიტაცია, რისთვისაც 19 29915 ლარი გამოიყო.