პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა იყიდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრელებს. აუქციონის პირობების თანახმად, კურორტ ახტალას საწყისი ფასი 3 755 000 ლარია. აუქციონზე იყიდება სს ,,კურორტ ახტალას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 3 549 156 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99.54808 %). აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა ააშენოს, რომლისთვისაც არანაკლებ 12...
ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ქობულეთის მერიის ცნობით, წესრიგდება ქალაქის ქუჩები და სანაპირო ზოლი. გამწვანების სამსახურის ორგანიზებით, ფიჭვნარში მწვანე ზოლი კეთდება. ასევე, ქალაქის ქუჩებში შეიღება ხე-მცენარეები, სარეველა ბალახისგან იწმინდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები. მერიის ცნობით, სანაპიროზე 120 სკამი დაიდგა, დაზიანებული სკამებს კი აღდგენითი სამუშაოები უტარდება.
გორის მერია სამოქალაქო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას იწყებს. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც გასულ წელს მოსახლეობამ დაგეგმა და 2018 წლის ბიუჯეტით უნდა შესრულდეს,კომბინატის დასახლებაში, გორგასლის №№5, 6 და 7 კორპუსების მიმდებარედ სპორტული მოედნის მოწყობაა. გორის მერიის ცნობით, სამუშაოების ღირებულება 44 000 ლარია, შპს ,,ალონისი“ ასრულებს. მოედნის მშენებლობა ივნისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. სამოქალაქო ბიუჯეტირების შედეგად, 2018 წლის განმავლობაში, გორში მოსახლეობის მიერ 2017 წელს...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მამარდაშვილისა და ჩოდრიშვილის ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 500 ლარი გამოიყო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. გორის მერიის ცნობით, სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები ივნისში დაიწყება. ჩოდრიშვილის ქუჩის გზის სიგრძე 140 მ-ია, ხოლო მამარდაშვილის - 967 მ.
წინა სტატია BBC-სა და ევრონიუსის შემდეგ, აჭარის რეკლამა წელს პირველად ტელეკომპანია Deutsche Welle-ს ეთერით გადაიცემა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსოფლიოს გარშემო, 195 ქვეყნის მილიონობით მაყურებელი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, გარდა აჭარის სატელევიზიო რეკლამისა, 2 ივნისიდან 9 ივნისამდე „დოიჩე ველეს“ სატელევიზიო, სამოგზაურო ჟურნალი Check-in Meet a local მაყურებლებს აჭარაში ამოგზაურებს. გადაცემის ჟურნალისტმა...
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორი კახა სამხარაძე უძღვებოდა. ჯგუფში წარმოდგენილნი არიან რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურისა და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები. სამუშაო ჯგუფის მიზანია მოამზადოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანური რესურსის, ასევე სხვადასხვა სფეროებში არსებული პოტენციალის შესახებ დეტალურ ინფორმაცია. კერძოდ: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებების...
წინა სტატია ქუთაისის მერიის შენობაში, მიმდინარე წლის 9 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებულ ოთახებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე ჩატარდება. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. ქუთაისის მერიის ცნობით, აღდგენა სჭირდება სამხედრო კომისარიატის ოთახსა და მისაღებს, ასევე, შენობის მეორე სართულზე ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორ ოთახს. სამუშაოებისთვის სულ 17 500 ლარი დაიხარჯება.
წინა სტატია სამეგრელო-ზემო სვანეთში ახლი, ოთხწლიანი პროექტი იწყება, რომლის მიზანიც სამოქალაქო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის თანამშრომლობით ეფექტური სოციალური პროექტების შექმნაა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის კავშირების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ერთიანი ქსელის შექმნა; სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილბრივი თვითმმართველობის უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით ტრენინგების ჩატარება. პროექტი 10 რეგიონში, პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით „არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“...
წინა სტატია თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ კი ბაკურიანსა და გუდაურში გაიმართება. გადაწყვეტილება საბერძნეთში, 17 მაისს გამართულ კონგრესზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მიიღო. ჩემპიონატის საქართველოში გამართვაზე, ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი 2017 წლის აპრილში წარადგინა. მანამდე კი, გასული წლის თებერვალში, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეს საკითხი  სენტ მორიცში შეხვედრისას, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს გააცნო. "FIS-ის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის – „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში,...
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამების განხორციელების მიზნით, საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს. პროექტების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ორ კომპონენტში: თემატური ბანაკები და სალაშქრო ტურები. "თემატური საზაფხულო ბანაკების ორგანიზება ხუთი მიმართულებით იგეგმება, მათ შორისაა მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ბანაკი, მეწარმეობის ბანაკი, მოხალისეობის ბანაკი, საჯომარდო ბანაკი და სახელოვნებო ბანაკი",-აღნიშნულია მერიის მიერ...
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებმა კასპის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართეს და მათთან ერთად იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე. შეხვედრაზე ის საჭიროებები გამოკვეთეს, რომელიც მუნიციპალიტეტში ქალთა თემს აწუხებს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, შემუშავდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში, რომელშიც გამოვლენილი საჭიროებები აისახება. შეხვედრას ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, ცენტრის ექსპერტები - მაია კუპრავა-შარვაშიძე და თეა ჯალიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები და...
ინიციატივა არ ისჯება! - ეს არის ფილმი, რომელიც იმ ადამიანების ისტორიებზე მოგვითხრობს, ვინც საოცარი შემართებითა და თავდადებით იშრომეს იმისათვის, რომ თავისი სოფლის, თავისი ქალაქის თემის განვითარებისთვის მყარი საფუძველი შეექმნათ. კოსტა ამირაჯიბი, ნოტიო ლოლუა, ილია წინამძღვრიშვილი, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე, ლავრენტი წულაძე და გურიის ბიბლიოთეკა, ევგენი დვალი, ივანე კოლელიშვილი და გულგულას კომუნა - ეს ისტორიები თვალნათლივ დაგანახებთ, თუ რამხელა პოტენციალი ჰქონდა სოფლის...
თბილსერვის ჯგუფმა ორი თვის წინ ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოების მიზნით სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. საუბარია საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობაზე, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავის არ მიუღია. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. „ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სამწუხაროდ მონაწილეობა არავის მიუღია, რადგან ის სატენდერო ფასი, რაც სამხარაულის ბიურომ დაადგინა, სავარაუდოდ იყო ძალიან დაბალი. ამიტომაც ბიუროში მოხდა ხელახლა გადაფასება და შესაბამისად ხარჯთაღრიცხვამაც დაახლოებით 10 %-ით მოიმატა. ჯამში,...
გლდანის „პროფესიული მომზადების ცენტრის“ შენობაში დასაქმების ფორუმი გაიმართა.  თბილისის საკრებულოს ცნობით, ფორუმში დაახლოებით 20 კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გლდანის რაიონის მოსახლეობა პირადად გაეცნო ვაკანსიებს და მათი ინტერესის შესაბამისი განაცხადები შეავსეს. ფორუმს ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,საკრებულოს წერები, გლდანის რაიონის გამგებელი და სხვა სტუმრები. მაჟორიტარმა დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოახერხებს მათთვის საინტერესო ვაკანსიების მოძიებას. მათ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მემწვანილეობის სექტორში მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის გაზრდის პოტენციალი განიხილეს. მონაწილეებმა, საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევებისა და შეფასებების საფუძველზე, დარგში საინვესტიციო შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში დაგეგმილია მსხვილი სასათბურე კლასტერის „იმერეთის აგროზონის“ აშენება. პროექტის განსახორციელებლად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ