სამეგრელო-ზემო სვანეთში ახლი, ოთხწლიანი პროექტი იწყება, რომლის მიზანიც სამოქალაქო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის თანამშრომლობით ეფექტური სოციალური პროექტების შექმნაა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის კავშირების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ერთიანი ქსელის შექმნა; სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილბრივი თვითმმართველობის უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით ტრენინგების ჩატარება.
პროექტი 10 რეგიონში, პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით „არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.