გორში, მამარდაშვილისა და ჩოდრიშვილის ქუჩებზე ახალი გზა დაიგება

868

გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მამარდაშვილისა და ჩოდრიშვილის ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 500 ლარი გამოიყო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გორის მერიის ცნობით, სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები ივნისში დაიწყება.

ჩოდრიშვილის ქუჩის გზის სიგრძე 140 მ-ია, ხოლო მამარდაშვილის – 967 მ.