მერიის ინფორმაციით, 17 მაისს ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG) თეთრიწყაროს ოფისში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის " სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის სამინისტროების და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ...
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ღია სივრცე „ქალთა ოთახი“ ოფისისთვის საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით დაკომპლექტდა და დღეიდან ფუნქციონირებას ოფიციალურად შეუდგა. უწყების ინფორმაციით, „ქალთა ოთახის“ მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას სთავაზობს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას და თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის. "ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ: კომპიუტერით და ინტერნეტით; საკონსულტაციო სერვისით; საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად; ბიბლიოთეკით; საგანმანათლებლო სერვისით",- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით - „ერთად შევქმნათ სპორტის პოლიტიკა''. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. მან თანამედროვე გამოწვევების შესახებ ისაუბრა, ასევე შეეხო სპორტისა და ხელოვნების როლზე ჯანსაღი თაობის აღზრდის პროცესში და ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების...
საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე მოდინახეს ციხეს 2018 წლის 11 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ციხე აგებულია მაღალი მთის ქიმზე. ის შედგებოდა ორი ნაწილისგან: ქვედა ციხე და ზედა ციხე (ორ ტერასაზეა განლაგებული). ციხის აშენებასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა: პაპუნა წერეთელს მოწონებია აბაშიძის ქალი, მაგრამ თავადს მისთვის უარი შეუთვლია - უციხო წვივშავიძეს ქალს როგორ გავატანო. პაპუნა წერეთელს ქალის მოსაპოვებლად...
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ სულხან ევგენიძე უხელმძღვანელებს. უწყების ცნობით, ახალი მენეჯერი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. "სულხან ევგენიძე პროფესიით იურისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა შპს „ენერგოკომპანიის ქობულეთის ფილიალსა” და „ენერგო-პრო ჯორჯიაში”. 2014 წელს სულხან ევგენიძე აჭარის შსს მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, ხოლო 2014-2017 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა",- ნათქვამია მერიის მიერ...
წინა სტატია ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, იქ სადაც ახლადდაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა, კომპანია ახალ ასფალტს აგებს. შპს „მესხეთავტოგზას“ თანამშრომლებმა დაზიანებული ასფალტი ამოჭრეს და ბალახის ფესვების გახმობის მიზნით ის ადგილი სპეციალური სხნარით დაამუშავეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. "ამ ეზოში შებენი და ღორღი გასული წლის შემოდგომაზე დავყარეთ და შესაძლოა, მცენარის ფესვები ამ დროს შეყვა, გაზაფხულზე კი ამოვიდა", – აცხადებენ შპს "მესხეთავტოგზაში".
მთაწმინდის რაიონში, წავკისის ქუჩა N11-ში საყრდენი კედელი შენდება, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. 26 გრძივი მეტრი ბეტონის კედლის სამშენებლო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით კეთდება. კედლის მშენებლობა წავკისის ქუჩაზე ერთ თვეში დასრულდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165 699 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე წელს მთაწმინდის გამგეობამ რაიონში გრუნტის დამჭერი 5 კედლის მშენებლობა დაასრულა, 6 კედელი კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში, დაახლოებით,...
საბურთალოს რაიონში, შვიდ მისამართზე, დამცავი ღობეები მოეწყო. გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთოების მიზნით, დამცავი ღობეები ჩიქოვანის ქუჩა N24-სა და N34-ში, ასათიანის ქუჩა N12-ში, ფანასკერტელის ქუჩა N20ა, ბახტრიონის ქუჩა N4-ში, ცაგარელის ქუჩა N38-სა და ქარელის ქუჩაზე განთავსდა. უწყების ცნობით, სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „დემემ“ განახორციელა. "უსაფრთხოების ღობეების მონტაჟი სხვა მისამართებზეც იგეგმება",- აცხადებენ გამგეობაში.
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სასწავლო პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი როლი სახელმწიფოსა და მუნიციპალური სერვისების განვითარებაში“ დასრულდა. სწავლების დაწყებამდე, მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობაში მათი როლის შესახებ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესაუბრა. სწავლება გამგებლის ინიციატივით, 34 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. „პროექტის ფარგლებში, 34 სკოლას ვესტუმრეთ და მოსწავლეებს თვითმართველობის შესახებ საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ. ვფიქრობ, რომ მხოლოდ სწორი სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვილ ადამიანებს შესწევთ...
წინა სტატია გორის საცურაო აუზის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოსათვის დასრულდება. შენობაში 3 აუზი განთავსდება. ამის შესახებ საცურაო აუზის დირექტორმა დავით კარბელაშვილმა თქვა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. "ჯერ დავასუფთავეთ შენობა. რეაბილიტაციის პროექტს მალე შევიმუშავებთ. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში დავასრულებთ რეაბილიტაციას“,- განაცხადა დავით კარბელაშვილმა. გორის საცურაო აუზი 2018 წლის 26 თებერვალს შპს „ჰელმესმა“ 394 ათას ლარად იყიდა. აუზი წლების განმავლობაში დაკეტილი იყო.
15 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიას კომპანია ,,სეივ როუდმა“ უჩივლა. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, საგზაო მშენებლობის კუთხით, მუნიციპალიტეტის შესყიდვებში საგანგაშო სიტუაციაა. სტატია მომზადებულია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ. ,,სეივ როუდის“ იურისტმა წერილობითი განცხადება საქართველოს შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა. საჩივრის მიხედვით, კასპის ხელისუფლება არაჯანსაღ კონკურენციის გარემოს ქმნის, რაც საგზაო მშენებლობებში ბოლო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა. ბოლო ფაქტი საკორინთლო-ახალშენას 1,8 მლნ-იან ტენდერს ეხება, სადაც...
თბილისის მერიის ცნობით, 19 მაისს, აქციის "ღამე მუზეუმში" ფარგლებში, თბილისში ავტობუსების 30 მარშრუტი 20 მაისის 01:30 საათამდე იმუშავებს. შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ: N1, N2, N6, N7, N11, N14, N15, N20, N25, N27, N31, N33, N34, N36, N39, N44, N47, N49, N55, N56, N61, N62, N66, N73, N78, N86, N88, N90, N92 და N95 ავტობუსები. მერიის ინფორმაციით, თბილისის მერია მუზეუმების მიმართულებით 20 მაისის 01:30...
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge-ზე იქნება შესაძლებელი. “ივლისის თვეში აღსაზრდელებს სერვისებს 40 ბაღი მიაწოდებს. რეგისტრაცია 24 მაისს, 12.00 საათზე დაიწყება ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.je 40-ვე ბაღი იქნება სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ჩვენმა აღსაზრდელებმა შესაბამისი საჯარო სერვისები მიიღონ. 40 ბაღი გადანაწილებულია ტერიტორიული პრინციპის მიხედვით და თბილისის ყველა...
ბათუმის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ანთაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მერიამ რამდენიმე ძვირადღირებული მშენებარე ობიექტი ისე ჩაიბარა, რომ ისინი დასრულებული არ იყო. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. https://www.youtube.com/watch?v=k295BDKB_ow ლევან ანთაძე ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეფუძნება, რომელშიც 6 ობიექტის მშენებლობაზე ჩარიცხული თანხები არამიზნობრივ ხარჯადაა აღიარებული. ბათუმის მერიაში ბრალდებებზე წერილობითი განმარტება გააკეთეს: „ეს არის მორიგი უსაფუძვლო განცხადება, რომელიც მიზანმიმართულია ნეგატიური...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონებში სალაშქრო ბილიკების განვითარებას აგრძელებს. უწყების ცნობით, ბოლო 3 წელიწადში ადმინისტრაციამ საქართველოს 8 რეგიონი შეისწავლა და მოიკვლია 190-მდე სალაშქრო ბილიკი. "მოკვლევის პარალელურად ბილიკების მონიშვნა და ონლაინ სივრცეში გადატანა ხდება. 2016-2017 წლებში, სამეგრელო - ზემო სვანეთისა და რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის რეგიონებში 33 ბილიკი მოინიშნა. შეიქმნა 60-ზე მეტი მარშრუტი. მონიშნული ბილიკების საერთო...
აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტოპარკი შესაძლოა განახლდეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ავტომანქანების რემონტზე ყოველწლიურად 100 000-მდე ლარი იხარჯება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ახალი მანქანების შეძენის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი, ოპოზიციასთან ერთად მიიღებს. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოს წევრების სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება იგეგმება. აჭარის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე, დაახლოებით 16 ავტომობილი ირიცხება. აქედან ორი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს ემსახურება. ავტომობილებით სარგებლობენ, ასევე კომისიის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ