მთაწმინდის რაიონში, წავკისის ქუჩა N11-ში საყრდენი კედელი შენდება, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
26 გრძივი მეტრი ბეტონის კედლის სამშენებლო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით კეთდება. კედლის მშენებლობა წავკისის ქუჩაზე ერთ თვეში დასრულდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165 699 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე წელს მთაწმინდის გამგეობამ რაიონში გრუნტის დამჭერი 5 კედლის მშენებლობა დაასრულა, 6 კედელი კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.