თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება

1121

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

“ივლისის თვეში აღსაზრდელებს სერვისებს 40 ბაღი მიაწოდებს. რეგისტრაცია 24 მაისს, 12.00 საათზე დაიწყება ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.je 40-ვე ბაღი იქნება სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ჩვენმა აღსაზრდელებმა შესაბამისი საჯარო სერვისები მიიღონ. 40 ბაღი გადანაწილებულია ტერიტორიული პრინციპის მიხედვით და თბილისის ყველა რაიონში იფუნქციონირებს ბაღები”, – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.

რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს, შემდეგ ბაგა-ბაღებში:

გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162
ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112.
სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი – N34, N5..

საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს.