სიღნაღში თავისუფალი სივრცე “ქალთა ოთახი” გაიხსნა

889

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ღია სივრცე „ქალთა ოთახი“ ოფისისთვის საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით დაკომპლექტდა და დღეიდან ფუნქციონირებას ოფიციალურად შეუდგა.

უწყების ინფორმაციით, „ქალთა ოთახის“ მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას სთავაზობს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას და თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის.

“ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ: კომპიუტერით და ინტერნეტით; საკონსულტაციო სერვისით; საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად; ბიბლიოთეკით; საგანმანათლებლო სერვისით”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.