საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერჯევში, მერჯევისა და საირხეას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი გარდამავალია.
უწყების ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე რკინა-ბეტონის საფარი გზის 1 270 მეტრზე მოეწყობა.
"ორივე ეტაპის სამუშაოს ინდმეწარმე მურმან ტოგონიძე 814 391 ლარად ასრულებს",-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ყვარელში, ილიას ტბისა და დოლოჭოპის ნაქალაქარის დამაკავშირებელი გზა კეთდება. დოლოჭოპში აღმოჩენილია V საუკუნის ბაზილიკის ტიპის უდიდესი სატაძრო კომპლექსი, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად მიმზიდველი ობიექტი გახდება.
ყვარლის მერიის ცნობით, ამ პროექტის განხორცილება, რომელიც ილიას ტბასა და დოლოჭოპის ნაქალაქარს დააკავშირებს, ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.
ქალაქ კასპში, გურამიშვილის ქუჩაზე, საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ B&B” ასრულებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 60 795 ლარია.
"მუციპალიტეტი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს.
ასევე, სამუშაობის გაგრძელება დაგეგმილია, იქამდე, სანამ დარჩენილ ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა არ დასრულდება",-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურჯაანის საკრებულოში, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
უწყების ცნობით, შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გენდერული თანასწორობის საბჭო, გურჯაანში, მიმდინარე წლის თებერვალში დაარსდა და როგორც მისი წევრები აცხადებენ, იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ა.შ.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ა.ო. ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი ეხმარება.
სამუშაო შეხვედრაზე,...
ბათუმში ტურისტული სეზონი 3 ივნისიდან ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება. ღონისძიების მთავარი ადგილი ანბანის ანბანის კოშკის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე იქნება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია 20-მდე სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება და ღამის 03:00 საათამდე გაგრძელდება.
მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრების განწყობაზე უცხოელი და ქართველი შემსრულებლები იზრუნებენ.
https://www.youtube.com/watch?v=rael9YIjHzA
საღამოს პროგრამა კარნავალით გაიხსნება, რომელშიც გერმანული საცეკვაო დასი მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ფრანების შოუ, გასართობი...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით "მიგრაციისა და განვითარების საკითხების" შესახებ, შეხვედრა გაიმართა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიგრაციის პოტენციალის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართვის შესაძლებლობებს, რაც მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული ტენდენციაა და გათვალისწინებულია საქართველოს მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
დღეს ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული განათლებისა და დასაქმების მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
უწყების ცნობით, პროექტს ქუთაისის მერია აფინანსებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა დაისახა. ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
შეზღუდული შესაძლებლობის...
წინა სტატია
თბილისის საქალაქო სასამართლო მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილისთვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, ,ერთობა 2013-ის“ ელ-მატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობა მათი სამუშაო საათების განმავლობაში არ შეეძლებათ.
„მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს შემდეგი: გაფიცვის უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას პროფკავშირების მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება დამსაქმებელზე, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევამდე ასფალტის გზა დაიგება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ქარელის მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის, მერიამ, დაახლოებით, 450 000 ლარი გამოყო.
საგზაო სამუშაოები ივნისის დასასრულს უნდა დაიწყოს.
პროექტის მიხედვით, გზის სიგრძე სოფელ ზღუდერიდან იმერხევამდე 5 კმ-ია.
აღსანიშნავია, რომ სოფელს მთის დასახლების სტატუსი აქვს.
ყოველი მესამე მოქალაქე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოები მის ინტერესებს არ გამოხატავენ. გამოკითხვამ, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2018 წლის მარტში განახორციელა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობით გამოკითხულთა 41%-ია კმაყოფილი.
51% ამბობს, რომ პარკებითა და სკვერებით კმაყოფილია, 46% კი უკმაყოფილოა.
2018 წლის გამოკითხვით, მოქალაქეთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას მიუსაფარი ცხოველების პრობლემა იწვევს.
ახალციხის ხელოვნური ტბა ახალ სეზონს ისევ ჩაბნელებული შადრევნებით შეხვდა. დაკეტილია ტუალეტიც, ასევე, დაზიანებულია ფილების ნაწილი და წყალში შეჭრილი ხის სცენაც. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ა(ა)იპ „ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ ტბაზე ვიზიტორების რაოდენობის გაზრდამდე, ყველა პრობლემა მოგვარდება.
რაც შეეხება გათიშულ შადრევნებს გიორგაძის თქმით, თბილისიდან უკვე ჩამოიყვანეს ის სპეციალისტი, რომელმაც 2012 წელს ამ შადრევნების პროექტი გააკეთა: „ახლა ის ადგენს...
მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, 2 სპეცმანქანა შეემატა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ახალი სპეცმანქანები ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული. მესტიის მუნიციპალიტეტში 160-მდე სოფელია, რომელთაგან 90-ზე მეტი - რთულად მისასვლელ ადგილებშია. განახლებული ავტოპარკის საშუალებით სასწრაფო დახმარების მიწოდება, ყველა წერტილში, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.
„რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარება გადაუდებელი დახმარების...
წინა სტატია
ბალნეოლოგიური კურორტ ,,ახტალას“ დირექტორის განცხადებით, სანატორიუმის რეაბილიტაცია რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გიორგი უტიაშვილის თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ მათ მეტი ტურისტის მიღება შეეძლებათ, რაც შემოსავალს გაზრდის.
"სეზონზე ახტალის სანატორიუმში 47 ადგილობრივი თანამშრომელი მუშაობს, მოხარული ვიქნები, თუ აუქციონის შემდეგ ისინი თავიანთ სამუშაო ადგილებზე დარჩებიან. დამსვენებელთა რაოდენობა ივლის-აგვისტოში საგრძნობლად მატულობს და სანატორიუმი, სადაც ამჟამად 69 ნომერი ფუნქციონირებს, მთლიანად ივსება“,...
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენაზე 900 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით, შესყიდვის გამარტივებული წესის გამოყენებას ითხოვს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის აუცილებელია თუშეთთან დამაკავშირებელი გზა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, დაახლოებით, 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა...
ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი არარატ საჰარიანი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
მას პირადი გამორჩენის მიზნით, 1 000 ლარად ბაზრის ტერიტორიაზე ფართის გაქირავების გამო ედავებიან. გამოძიების ცნობით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა. ამიტომ ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით ედება. რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.
საჰარიანი შპს „ახალქალაქის ბაზრის“ დირექტორად...
თელავში ტექნოპარკის გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. ინოვაციური ჰაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეფის ძეგლსა და თელავის ისტორიულ ჭადარს შორის განთავსდება. ინფორმაციას "კახეთი ნიუსი" ავრცელებს.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართვა და მსგავსი ტიპის სიახლეების დანერგვა მნიშვნელოვანია და გამოცდილებების შესწავლა და გაზიარება ვითარების გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს მოიტანს.
"ისტორიულ შენობას, სადაც ტექნოპარკი გაიხსნება, ეზოც აქვს,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































