გურჯაანის საკრებულოში, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
უწყების ცნობით, შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გენდერული თანასწორობის საბჭო, გურჯაანში, მიმდინარე წლის თებერვალში დაარსდა და როგორც მისი წევრები აცხადებენ, იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ა.შ.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ა.ო. ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი ეხმარება.
სამუშაო შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მის შემადგენლობაში იყვნენ მუნიციპალიტეტში არსებული არასთავრობო ორგანაზაციების წარმომადგენლები. სწორედ ამ მოტივით, საბჭოს წევრად ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის”კახეთის კოორდინატორი, ლია ხუროშვილი აირჩიეს.