სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობს. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
ტენდერში მონაწილე კომპანიებია: შპს „ჯავა“, რომელსაც შეთავაზებაში 25 მილიონ 846 478 ლარი აქვს, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ – 18 მილიონ 281 405 ლარიანი შეთავაზებით და „ბილდ ინდუსტრი“ - 12 მილიონ 147 949 ლარი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა/შეფასების პროცედურა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარკინგის...
გუშინ ქუთაისის მე -17 ბაღში ქვეწარმავალი იპოვეს, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ქვეწარმავლების აღმოჩენის და ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების დაწყების შემდეგ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს. დავით წიტაიშვილის თქმით, სასწავლო პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ საფრთხემ ჩაიარა, მანამდე სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იქნება“, - აცხადებს წიტაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ...
ავტორი: დავით ლოსაბერიძე
2018 წლის 26 მაისს სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამით საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს იდეას.
ეს მოვლენა, გასული საუკუნის მანძილზე, სხვადასხვა პერიოდში, ერთმანეთისაგან განსხვავებულად ფასდებოდა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) არსებობის სრული იგნორირებიდან დაწყებული (საბჭოთა პერიოდში), ზედმეტი გაიდელებით დამთავრებული (ეროვნული მოძრაობა). მიუხედავად ამისა, მთელი რიგი საკითხების შესახებ მსჯელობა, როგორც წესი, ფრაგმენტულ ინფორმაციას...
თბილისის ავტობუსებში მგზავრთა ნაკადს ითვლიან. სამუშაოებს კომპანია "სისტრა" 15 ივნისისთვის დაასრულებს. ამის შესახებ ბილისის საკრებულოში გამართულ ტრანსპორტის კომისიის სხდომაზე კომპანია "სისტრას" წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.
კომისიის სხდომაზე "სისტრას" წარმომადგენელმა, ასმათ აბესაძემ თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მგზავრთა ნაკადის კვლევის შესახებ ისაუბრა, რომლის შედეგადაც, შემდგომ ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისათვის სამარშუტო ქსელი შემუშავდება და რესტრუქტურიზაცია მოხდება.
ასმათ აბესაძემ დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ინოვაციური იდეა წარადგინა:...
წინა სტატია
“ვარდების რევოლუციის მოედნისთვის” პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს ხვალ თბილისის საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისია ხელახლა განიხილავს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობას კომისიის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. უმრავლესობას სურს, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს, რასაც უმცირესობა არ ეთანხმება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლას...
ზუგდიდის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო უკვე შეიქმნა. მის შემადგენლობაში 17 წევრია. მათ შორის ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, დანარჩენი მერიის და საკრებულოს წევრებით და აპარატის თანამშრომლებით დაკომპლექტდა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
წევრებს შორის არ არიან ოპოზიციონერი დეპუტატები.
სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გაიგო, რომ ამსაბჭოს წევრია.
შენგელიას თქმით, დაახლოებით...
წინა სტატია
თბილისის საკრებულო ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევაზე მსჯელობს. სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, რადან დეპუტატებს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები იაქვთ.
უმრავლესობას სურს, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს, რასაც უმცირესობა არ ეთანხმება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
ევროპული საქართველოდან საკრებულოს წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, ოცნება ვიწროპარტიულ გადაწყვეტილებას იღებს. მის კომენტარს IPN-ი ავრცელებს.
"მოვა დრო და არა მგონია, ასე...
ხულოს მუნიციპალიტეტის მერსა და კომპანია „მეტროს“ დირექტორს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, კომპანია მერიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს უსასყიდლოდ განახორციელებს. შენობის რემონტისთვის 500 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.
"ეს იქნება ინვესტორის საჩუქარი ხულოს მუნიციპალიტეტისთვის", - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
უწყების ცნობით, ახლადრეაბილიტირებულ შენობაში მერია, საკრებულო და თვითმმართველობის ა(ა)იპ-ები განთავსდება.
ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის პრეზენტაცია ხულოს ცენტრში გაიმართა, რომელსაც, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია ხელი შეუწყონ აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რადგან მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებს უკავშირდება.
„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტებში ამ კომპონენტების გათვალისწინებაზე მუშაობას უკავშირდება. მნიშვნელოვანია მოსახლეობა მონაწილეობას იღებდეს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში”, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე სამიზნე...
წინა სტატია
თბილისში 100 ახალი ავტობუსის შემოსაყვანად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ნადირაძემ კომისიის წევრებს კითხვით მიმართა, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია ამის შესახებ და რა იყო ტენდერის ჩაშლის მიზეზი.
სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ნადირაძეს უპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
როგორც ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ტენდერში...
წინა სტატია
თბილისში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. სხდომაზე თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე ისაუბრეს, რომელსაც კომპანია “სისტრა” განახორციელებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ასევე შესაძლოა რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილები დაწესდეს, რომლის იქეთაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ.
“საუბარია იმაზე, თუ...
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებს, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
უწყების ცნობით, ფრიდონ ფუტკარაძემ რამდენიმე პროექტის მიმდინარეობაზე უკმაყოფილება გამოთქვა.
მერმა გააკრიტიკა ინწკირვეთის სოფლის სახლის მშენებელი კომპანია, რომელსაც, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეუწყდა. პროექტზე გამოყოფილი თანხა კი 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადავიდა და ახალი ტენდერი გამოცხადდა.
"ამჟამად აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი და ხელშეკრულება...
ჭიათურაში საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების განახლება გრძელდება.პროექტის თანახმად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი სამი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3428 მეტრია
რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო. პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.
ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. 3 ათეული წელია ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება გრძელდება.
უწყების ცნობით, შიდა სასოფლო გზის ნაწილი დღეს ზედა და ქვედა ჩხუტუნეთში მოეწყო.
მათი ინფორმაციით, მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „გეო-გრუპი“ აწარმოებს.
"მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება",-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სატრანსპორტო შეღავათებით შესაძლოა, მიკროავტობუსების მგზავრებმაც ისარგებლონ. ამ ინიციატივის შესახებ თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტზე მომუშავე კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა, ასმათ აბესაძემ თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე თქვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელეკბს.
ინიციატივის თანახმად, მიკროავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში ერთიანდება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ როცა მგზავრი ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაიხდის ერთხელ, მომდევნო საათნახევრის განმავლობაში შეეძლება, საფასურის გარეშე იმგზავროს. ვფიქრობ, მიკროავტობუსების კომპანიებიც მზად არიან...
თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასების მეთოდოლოგიის -PEFA-ს პროექტის საკითხებში ჯონ შორთთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ჯონ შორთს საკრებულოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ საქართველოში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები მსოფლიოში აღიარებული PEFA-ს სისტემით პირველად შეფასდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსების სწორი ხარჯვა და ბიუჯეტის სწორად მართვა. აღსანიშნავია ის წვლილი და დახმარება, რომელიც მსოფლიო ბანკმა გასწია საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე რეფორმის გასატარებლად. რეფორმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტშიც გრძელდება“- თქვა გიორგი ტყემალაძემ.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა PEFA-ს პროექტის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ პროექტის წარმატებისთვის ქვეყანაში არსებული გამოცდილების გაცნობა მნიშვნელოვანია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































