თბილისში 100 ახალი ავტობუსის შემოსაყვანად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

716

წინა სტატია

თბილისში 100 ახალი ავტობუსის შემოსაყვანად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ნადირაძემ კომისიის წევრებს კითხვით მიმართა, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია ამის შესახებ და რა იყო ტენდერის ჩაშლის მიზეზი.

სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ნადირაძეს უპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

როგორც  ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ტენდერში არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა.

ნადირაძის თქმით, თბილისის მერიამ, შესაძლოა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კერძო კომპანიებთან მოლაპარაკებები არ აწარმოა, რაზეც აღნიშნული ფაქტი მეტყველებს.

მერიის ინფორმაციით, 100 ახალი ავტობუსის შემოსაყვანად 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული.