საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის კმ99+100 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, დაზიანდა მდინარე საფრისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელი. რის გამოც, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვთზე, გეოლოგების რეკომენდაციით, 25 მაისიდან მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდებოდა. კერძოედ, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 08:00...
ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.
ცენტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისი თქმით, ყაზბეგის ეროვნული პარკი არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების...
"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი" საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლას რეაბილიტაციას უტარებს, რომლის შემდეგაც მათ ლაბორატორიებს გადასცემს.
ფონდის ცნობით, დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება, სადაც ჯამში 15 200-მდე მოსწავლე სწავლობს. ამ სკოლების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 15 მილიონ დოლარამდეა.
ფონდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 44 საჯარო სკოლას, რომლებიც მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მდებარეობს....
"თბილსერვის ჯგუფი"ვახტანგ გორგასლის ძეგლს წმენდს. სამუშაოები 3 ივნისამდე გაგრძელდება. ძეგლი კი ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" და კომპანია MAISTANBUL-ი განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.
კომპანია MAISTANBU-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.
რუსთავის მოსახლეობა კომპანია "ჯეოსთილის" წინააღმდეგ - მოქალაქეების ნაწილი კომპანიის საწარმოს გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებსაც აანონსებს. სოციალურ ქსელში კამპანია უკვე დაწყებულია, კომპანიის მენეჯმენტი კი ბრალდებებს უარყოფს.
ქარხანა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 1 კილომეტრში მდებარეობს, მოქალაქეების მტკიცებით, გარემოს მუდმივად აბინძურებს. "გავიგუდეთ" - ამ სახელწოდებით სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გვერდიც შექმნეს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიქციონ.
ქარხანაში ჯართს ამუშავებენ და არმატურას ამზადებენ. მათ ტელეკომპანია "იმედთან" საუბარზე...
შუახევში საზაფხულო იალაღებზე გზებს გაწმენდენ, 20 ივნისიდან კი მუნიციპალიტეტში მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მგზავრებს საზაფხულო იალაღებზე უფასო ავტოტრანსპორტით გადაყვანენ.
მერიის ცნობით, ადგილობრივების იალაღებზე გასვლამდე გაიწმინდება მთებში მისასვლელი გზები ჩირუხის, ღომას, კატრიანის, მთაგინურის, ჯვარი მინდორის, კიკიბოს, გრძელგორის, მერიაყელის, კატრიანის, ყავრიანის, თეთრობისა და ჯანჯღნარის მიმართულებით.ასევე, მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, შუახევში საზაფხულო იალაღების ელექტროფიკაციაც მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს ,,ზურა 2012“ აწარმოებს....
შუახევში, ხაბელაშვილების წყლის სათაო ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
აღსანიშნავია, რომ ხაბელაშვილები - ახალდაბის 10,7 კმ წყალსადენის პროექტი 2 წლის წინ განხორციელდა. წყალსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ახალდაბის მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდა. ზამთარში მოსულმა უხვმა ნალექმა კი, ხაბელაშვილების წყლის სათაო ნაგებობა, საიდანაც ახალდაბის მოსახლეობა წყლით მარაგდებოდა დააზიანა.
"სათაო ნაგებობის გამართული მუშაობისთვის საჭირო გახდა აღდგენითი სამუშაოები. მოკლე დროში მომზადდა ტექნიკური დავალება და გამოცხადდა ტენდერი პროექტის შესყიდვაზე....
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში პროექტის "დანერგე მომავლის" ფარგლებში, 1 ჰა მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 23 571 ლარს შეადგენს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსებამ 14 142 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამას „დანერგე მომავალი“ 2015 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მრავალწლიანი ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობის მოწყობის დაფინანსებას;
პროგრამის მიხედვით, გასშენებელი ბაღის ფართობი უნდა შედაგენდეს მინიმუმ 1...
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
დოკუმენტი ორივე თეატრალური დასისთვის გაცვლითი და ერთობლივი სპექტაკლების ჩატარებას გულისხმობს. თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ქალაქ ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებმაც.
"დღეიდან, თელავში ქუთაისის თეატრის გასტროლები დაიწყო. პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სამი სპექტაკლი. შემოდგომაზე კი საპასუხო გასტროლით ქუთაისს თელავის თეატრალური დასი ეწვევა. მნიშვნელოვანი მოვლენაა...
თბილისის ცენტრში, ბარნოვის 10–ში, შპს ”თრიფელ ეის“ დაკვეთით სასტუმრო შენდება. პროცესი სამშენებლო ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, რასაც იქვე მცხოვრები, 74 წლის მედეა ბოჭორიშვილი მეზობლებთან ერთად ერთ წელზე მეტია აპროტესტებს. ამის შესახებ ifact.ge წერს.
შპს “თრიფელ ეი” სამხარაულის ბიუროს დასკვნას 9 თვის განმავლობაში მალავდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციას ხარვეზები აქვს. მერიის არქიტექტურის სამსახური თავის დროზე...
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტებს მოაწესრიგებენ და ტარიფებს გადახედავენ.
"შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებამ“ ქალაქის N1 და N2 სამარშუტო ხაზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობა შეისწავლა. მძღოლებს მიეცათ რეკომენდაციები ტრანსპორტის გამართულ მდგომარეობაში მოსაყვანად",- განმარტავენ მერიაში.
როგორც მერიაში აცხადებენ, ქობულეთი ტურისტულ სეზონს ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეხვდება.
მათივე ცნობით, მალე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სოფლების მიმართულებითაც დაიწყება. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად კი,...
ხულოს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს ანაზღაურება ივლისიდან გაეზრდებათ. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე აცხადებს ხელფასები პირველი ივლისიდან 30%-ით გაიზრდება, მისივე თქმით, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით სამართლებრივი პრინციპი დაცულია, ხულოს მერი არც, იმას გამორიცხავს, რომ თნამშრომლებს შრომითი ანაზღაურება შესაძლოა სამომავლოდაც გაეზარდოთ, მელაძის განცახებით საკითხთან დაკავშირებით საფინანსო სამსახური იმსჯელებს და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 10...
გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, თანამედროვე ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურის დამონტაჟებას გეგმავს. სადგურის საშუალებით, ადგილზე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერებების (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები.
ინფორმაციის მიღება ონლაინ რეჟიმში მოხდება, მიღებული შედეგები კი საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად შეფასდება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების...
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი.
პროგრამის ფარგლებში...
ზესტაფონში მუნიციპალიტეტის დაკვეთით, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, სოფელ ილემში, წიფლავაკეში, ფუთში, ასევე დაბა შორაპანში ფარნავაზისა და ვაჩნაძის ქუჩებზე დაიწყება.
გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროეწტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „მიმდემი“ განახორციელებს.
აღნისნული პროექტის მიხედვით, ილემის ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე 408 489 ლარი, ფუთის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციზე 221 600 ლარი, წიფლავაკის სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე 145...
ქუთაისში, მწერალ რეზო ჭეიშვილს სახელს ქუჩას განმეორებით ანიჭებენ. ქუჩისთვის ამ სახელწოდების მინიჭებაზე მსჯელობა ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულო 2017 წელს დაიწყო. მაშინ გადაწყდა, რომ ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთების შემაერთებელ უსახელო ქუჩას რეზო ჭეიშვილის სახელი მიენიჭებოდა. მაშინ ამ საკითხს საკრებულომ მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ეს თემა ისევ განხილვის საგანია. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































