დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი.
პროგრამის ფარგლებში გაშენდება ვენახები, მოეწყობა საოჯახო ტიპის მარნები, პირუტყვის ფერმები, რძის გადამამუშავებელი მიკრო საწარმოები, საოჯახო ტიპის სასტუმროები და სხვა საინტერესო მიმართულებები.
პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის IFAD ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია „აგროსერვისს“ ნომერზე – 595 07 52 50 ან არასამთავრობო ორგანზიაცია „სოფლის მეურნების პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტს“ ნომერზე – 599 88 82 23.
ასევე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.