მარტვილში, სოფელ ვედიდკარში, 1ჰა მიწაზე მოცვის ბაღი გაშენდა

1277

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში პროექტის “დანერგე მომავლის” ფარგლებში, 1 ჰა მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 23 571 ლარს შეადგენს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსებამ 14 142 ლარია.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამას „დანერგე მომავალი“ 2015 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მრავალწლიანი ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობის მოწყობის დაფინანსებას;

პროგრამის მიხედვით, გასშენებელი ბაღის ფართობი უნდა შედაგენდეს მინიმუმ 1 ჰა-ს, პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ნერგის ღირებულების 70% და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%;

ასევე, ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“, რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსებას 100 %-ით; ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში ფიზიკური პირის დაფინანსების შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 0.5 ჰა-ის ჩათვლით კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.apma.ge-ზე ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში.