“თბილსერვის ჯგუფი”ვახტანგ გორგასლის ძეგლს წმენდს. სამუშაოები 3 ივნისამდე გაგრძელდება. ძეგლი კი ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” და კომპანია MAISTANBUL-ი განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.
კომპანია MAISTANBU-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.