საქართველოში ღვინის მუზეუმი გაიხსნება, რომელსაც ქვევრის ფორმა ექნება. პროექტის ხელმძღვანელის მაია ჩადუნელის თქმით, მუზეუმი, სავარაუდოდ, რიყის პარკში აშენდება, რადგან ეს ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველია. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. მისივე განცხადებით, მერიამ რიყის პარკთან ერთად სხვა ლოკაციებიც განიხილა — მცხეთა და თბილისის ზღვა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტით ორი ქართველი ინვესტორია დაინტერესებული. ღვინის მუზეუმი „ქვევრი“ 4 სართულს მოიცავს და რამდენიმე ნაწილად დაიყოფა: მინუს სართულზე ქართული მარანი,...
ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), მცხეთის საპატიო მოქალაქე გახდა. ეს წოდება მას მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ მიანიჭა. მერმა ტოჩინოშინის სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. ლევან გორგაძე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან არის. 30 მაისს ლევან გორგაძემ ოძეკის წოდება ოფიციალურად მიიღო. ტოკიოში ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს. ოძეკი ქართულად ჩემპიონს ნიშნავს და სუმოს იერარქიაში, იოკოძუნას შემდეგ. უმაღლეს წოდებად ითვლება. ლევანი გახდა პირველი ქართველი...
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე  125 მიმდინარე,  150 დაბლოკილი, 8 განსახილველი,  440 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება. ერთ-ერთი იდეის ავტორი “სიცოცხლის ქალაქის სიმბოლო - დიდი ქვიშის საათი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანზე (ყოფილი ვარდების მოედანი)” პროექტის განხილვას ითხოვს. იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 3141...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წალკაში განთიადი-დარაკოვი-არწივანი-კუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა და კუში-ნარდევანის გზის რეაბილიტაციას იწყებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. განთიადი-დარაკოვი-არწივანი-კუში-ნარდევანის გზა წალკის მუნიციპალიტეტში წრიული მონაკვეთია, რომელიც შემდეგ ცენტრალურ, წალკა-ნინოწმინდა-ახალქალაქისშიდასახელმწიფოებრივ გზას უკავშირდება. წრიული გზიდან განთიადი-დარაკოვი-არწივანი-კუშის (სოფლის შესასვლელამდე) გზა დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ კუში-ნარდევანის დაახლოებით 2 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაასრულა ტენდერი და მიმდინარეობს სატენდერო შეფასება. კუში-ნარდევანის გზის რეაბილიტაცია ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. უკვე რეაბილიტირებული...
წინა სტატია ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს, იუზა უგულავს ხვდებიან. შეხვედრა ხმაურით დაიწყო.  ისინი ქალაქის ხელმძღვანელობისგან შენობაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ითხოვენ, რომლიც მერიის ინფორმაციით, სამართალდამცავ უწყებას უკვე გადაუგზავნეს.  ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. "მოვითხოვთ გადაგვიყვანონ სხვა შენონაში. აქ ცხოვრება არის შეუძლებელი. ბავშვები გვყავს და ვართ ყოველდღიური საფრთხის ქვეშ. დასკვნა რომელიც დადეს, არის ყალბი, რადგან როგორც გვეუბნებიან, დასკვნაში წერია რომ ჩვენ დავაზიანეთ...
საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფესტივალი „ბაღია ჩვენი ქვეყანა“ გაიმართება. ინფორმაციას პროექტი Check in Georgia-ს ავრცელებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“. ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში თბილისური ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაციას. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
წინა სტატია გაგრძელდება თუ არა ყიფიანისა და ჭონქაზის ქუჩაზე, კლდის ჩამონგრევის შედეგად შეწყვეტილი სასტუმროს მშენებლობა, უახლოეს ერთ თვეში გაირკვევა. როგორც სამშენებლო კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ“ გრუპის ხელმძღვანელმა, ბეჟან წაქაძემ თქვა, ამ დროისთვის კლდის ჩამონგრევის ფაქტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები სწავლობენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ექსპერტები საბოლოო დასკვნებს თვის ბოლომდე დადებენ, თუმცა კომპანიის დირექტორის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კლდის ჩამოშლის მიზეზი წვიმა და სტიქიური მოვლენები გახდა. მისივე თქმით, სამშენებლო...
სტატია მოამზადა "კახეთის ხმამ".   ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსით, 2014 წლის ბოლოს რეგიონებში ჩამოყალიბდა სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოები, რომლის მიზანია რეგიონის განვითარების ხელშეწყობა. რეგიონული განვითარება კი ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ქვაკუთხედია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამხარეო საბჭოს ძირითადი ფუნქციაა რეგფონდიდან განსახორციელებელი პროექტებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; სახელმწიფო რწმუნებულისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. საკონსულტაციო ორგანოს გუბერნატორი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან კახეთის რვავე მუნიციპალიტეტმა მერი, საკრებულოს თავმჯდომარე...
"შეაღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 139-ე განკარგულებაში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ bm.ge წერს. როგორც "სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" მენეჯერმა ნიკა ქავთარაძემ თქვა, ეს ცვლილებები ადგენს წესებს, რომლებიც საწარმოს ამოქმედების ვადას განსაზღვრავს. "როდესაც ბენეფიციარს გაუფორმდება ხელეშეკრულება, ამის შემდგომ, პროექტის განხორციელების რა ეტაპზე უნდა განისაზღვროს საწარმო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიცილურ ვებ-გვერდზე მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრების ნაწილის შესახებ ინფორმაცია თვითმმართველობის არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ გამოქვეყნდა. ამის შესახებ "მარნეულის რადიო" ავრცელებს ინფორმაციას.  მუნიციპალიეტის ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარისა და კიდევ 9 წევრის შესახებ. კონკრეტულად კი მათი საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილება და განათლება. საკრებულოს 25 წევრის შესახებ ინფორმაცია კი ვებგვერდზე კვლავ არ იძებნება. მუნიციპალიტეტის საიტზე ასევე გამოქვეყნდა ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების, კომისიებისა...
სტატია მომზადებულია "ლიბერალის" მიერ პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ავტორი: დავით ფარულავა საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის 75%-ზე მეტი ნაგავსაყრელზე ხვდება. ნაგავსაყრელზე განთავსება ნარჩენების მართვის ყველაზე ნაკლებად სასურველი გზაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ნაგავსაყრელი არასათანადოდ არის მოვლილი. ეს პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით კონტრასტი დიდია. განსხვავებას უკეთ დავინახავთ, თუკი საქართველოს შვედეთს შევადარებთ, სადაც ნაგავსაყრელზე ნარჩენების...
რადიოქალაქის პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგემება. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ "კოლიერსმა" გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად შესაბამის კლევებს აკეთებს. სწორედ შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტების შემდგომ დაიწყება რადიოქალაქის პროექტზე მუშაობაც. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია განმარტავს, რომ უკვე 2019 წლის დასაწყისიდან რადიოქალაქის ფარგლებში მერია ინვესტორებს გარკვეულ პროექტებს შესთავაზებს. რაც შეეხება „კოლიერსის“ კვლევას, როგორც...
უმაღლესი განათლების საერთაშორისო კომპანია QS-მა 2018 წლის საუკეთესო სტუდენტური ქალაქები გამოავლინა. რეიტინგები ეფუძნება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქალაქში საუკეთესო უნივერსიტეტების რაოდენობა, ადგილობრივი დასაქმების ბაზარი, კულტურის მრავალფეროვნება და ცხოვრების ხარისხი. კვლევის დროს 50 000 სტუდენტი გამოიკითხა. ამის შესახებ edu.aris.ge წერს. კულტურული კაპიტალის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი ქალაქია ლონდონი. ცხოვრების მაღალი ხარიხსითა და უსაფრთოებით ტოკიო გამოირჩევა. ავსტრალიაში დროდადრო იზრდება უცხოელ სტუდენტთა რიცხვი და მელბურნიამჟამინდელი მონაცემებით სიის მესამე ქვეყანაა, სიდნეი კი მეცხრე. პარიზი,...
წინა სტატია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა. მოწესრიგდა მისი საფლავიც. ცოტა ხნის წინ ფარი-ხანუმის საოცარი ისტორიის შესახებ სტატია droa.ge-მ გამოაქვეყნა. 34 წლის ფარი-ხანუმ სოფიევა პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელმაც 1918 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა. ის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა ყარაიაზის ოლქიდან და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა. მემორიალის გახსნის ინიციატორი შერიგებისა...
დიდუბის რაიონში დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-12 კორპუსსა და აგლაძის ქუჩის N26-ში მოსასვენებელი სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო, ხოლო თევდორე მღვდლის ქუჩის N3-ში ახალი სკვერი ეწყობა. გამგეობის ცნობით, აღნიშნული ტერიტორიები საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სუფთავდება, დაზიანებულ ბორდიურებს დემონტაჟი უტარდება, სკვერების ტერიტორია ლითონის მოაჯირებით შემოისაზღვრება, დამონტაჟდება გარეგანათების ბოძები და აღიჭურვება სკვერები ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, აღნიშნულ სკვერებში გასართობი ზონაც განთავსდება, სადაც კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე...
საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, დოლიძის ქუჩაზე,  N18 საცხოვრებელი კორპუსის ბრტყელ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამავე ქუჩაზე მდებარე N15 კორპუსში კი, სახურავის შეკეთება მიმდინარეობს. ასევე, კანდელაკის ქუჩა N16-ში დაწყებულია სადარბაზოს რეაბილიტაცია. გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად,  100%-ით დააფინანსა. აღსანისნავია, რომ დოლიძის ქ. N15 კორპუსის ამხანაგობა ახალი წესის ფარგლებში 10%-ით შეგროვებული თანხით უკვე სადარბაზოს შესასვლელს აკეთებს. "საბურთალოს გამგეობა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ