საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, დოლიძის ქუჩაზე, N18 საცხოვრებელი კორპუსის ბრტყელ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამავე ქუჩაზე მდებარე N15 კორპუსში კი, სახურავის შეკეთება მიმდინარეობს. ასევე, კანდელაკის ქუჩა N16-ში დაწყებულია სადარბაზოს რეაბილიტაცია.
გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, 100%-ით დააფინანსა.
აღსანისნავია, რომ დოლიძის ქ. N15 კორპუსის ამხანაგობა ახალი წესის ფარგლებში 10%-ით შეგროვებული თანხით უკვე სადარბაზოს შესასვლელს აკეთებს.
“საბურთალოს გამგეობა უახლოეს პერიოდში, დამატებით 15 პროექტის განხორციელებას გეგმავს”,-ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.