წინა სტატია
მერის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ პროტესტს შეურთდა "პატრიოტთა ალიანსის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
მათი განცხადებით, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს, ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, მერს სასამართლომ დაავალა ყოფილი თანამშრომლები სამსახურში დაებრუნებინა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.
ასევე, მათივე განმარტებით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე დანიშნულია...
ხულოში, სოფელ ბოძაურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, ისინი ხულო-ადიგენი-გოდერძის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო უკმაყოფილოები არიან. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათი განმარტებით, გზის მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა კომპენსაცია ოჯახების ნაწილისთვის მიუღებელია.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას მიმართავენ, რომ საყანე მიწებისა და ნარგავების ობიექტური შეფასება და გამოსყიდვა მოხდეს. აქციის მონაწილეებმა ხულო-სოფელ ბოძაურის დამაკავშირებელი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.
"თუ ხელისუფლების რეაგირება არ იქნება, ჩვენ აჭარის მთავრობის...
ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, სოხუმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
აღნიშნულ ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე მილები და ბორდიურები, გამოიცვალა გრუნტი და მიმდინარეობს ორშრიანი დეკორატიული ფილების დაგება.
,,სოხუმის ქუჩას ათწლეულების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩასტარებია, მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა და უკვე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგებაც. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მასშტაბით 20 ქუჩაზე მიმდინარეობს და დამატებით ახალ ქუჩებზეც იგეგმება ინფრასტრუქტული პროექტების დაწყებაც“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
მერიის ცნობით,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ჭაბურღილი მოეწყობა, რომელიც წყლით 6 უბანს მოამარაგებს.
მერიის ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორცილედება.
აღნიშნული ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც 8 ივნისს დასრულედება. სატენდერო თანხა 122 887 ლარს შეადგენს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი ჭაბურღილის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის წყალმომარაგებას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნული პროექტის კონცეპტუალური გეგმა მუნიციპალური განვითარების ფონდში განიხილეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის პროექტირება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე...
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა „აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფის“ ხელმძღვანელ კლემენს რასელს და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
რუსთავის მერიის ცნობით, მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსთავის მერიისა და ,,აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფის“ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბეს.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, სტუმრებს შშმ პირთა დღის ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ,
,აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფი“ რუსთავთან, კერძოდ...
"საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას კიდევ არაერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა ", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის დასაძლევად სწორ გზაზე დგას და ეს არის გზა, რომელიც ქვეყანას სიღარიბეს დააძლევინებს.
“როცა ციფრებზე ვსაუბრობ ხოლმე, ყოველთვის ვფიქრობ, თუ რამდენად რთულია იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან უჭირს ამ ციფრების მოსმენა.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ...
გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც ყველა საჭირო სივრცე მოეწყობა. ის უპასუხებს მსოფლიოში არსებულ ტრენდს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ კანადურ კომპანია „ეკოზაინთან“ ერთად განახორციელა, კურორტ გუდაურის გეგმაზომიერად განვითარების საშუალებას იძლევა.
„მოგეხსენებათ, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყნის სწორ სივრცით განვითარებას და განსაკუთრებით ჩვენს ზამთრის კურორტებს....
"აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება, პროექტს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტს გაზმომარაგებით უზრუნველყოფს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აჭარაში გაზიფიცირების პროექტი უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელიც პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, აჭარის გაზიფიცირების პროექტი შემოდგომაზე დასრულდება.
რაც...
წნორის სკვერში 9 ივნისს, საღამოს 6 საათიდან ფესტივალი "შენს მხარეს ვარ" გაიმართება.
ფესტივალის მიზანია შშმ ბავშვებისა და ახლაგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევა და საზოგადოების ცნობიერების შეცვლა მშობლების მონაწილეობით.
ფესტივალის ფარგლებში წნორის სკვერში ბენდის კონცეტი, მხიარული დრამერებისა და ანიმატორების მარში და ანსამბლ ათინათის ფლეშმობი ჩატარდება. ასევე, პარალელურად გაიმართება კინოჩვენებები და კულინარიული ვორქშოფი. ამასთან მოეწყობა საბავშვო სექციები (სახეზე ხატვა, ცარცები, გასაფერადებლები, ფრიზბი), სამახსოვრო გიფერი (Giffer), მუსიკის ვორქშოფი...
აჭარის ხუთ მუნიციპალუტეტში წყლისა და კანალიზაციის სიტემების რეაბილიტაციისათვის 50 მილიონი ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გია აბულაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აჭარის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი პროექტის განსახორციელებლად 2013-2017 წლებში გამოიყო, თუმცა მუნიციპალუტეტებში პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
გია აბულაძის თქმით, საეჭვო სახელმწიფო შესყიდვები მუნიციპალიტეტების მერების უშუალო ჩარევით ხდება და ამავდროულად...
სეისმოლოგ თეა გოდოლაძის განცხადებით, თბილისში არსებულ მეწყერსაშიშ ზონებში სამშენებლო კომპანიები და კერძო პირები მერიას მშენებლობების ნებართვის გაცემას სთხოვენ, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, იმ კვლევის თანახმად, რომელიც სეისმოლოგიური ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს და რომელიც თვენახევრის წინ მომზადდა, თბილისში განსაკუთრებით მეწყერსაშიშ ზონებს განეკუთვნება ვერეს ხეობა, ვარაზის ხევი, ლეღვთა ხევი და ჟვანიას ქუჩის ფერდი.
სეისმოლოგის განცხადებით, ამ ადგილებში...
გუდიაშვილის მოედანზე, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხნის წინ დაიწყო, არქეოლოგიურ ნაშთებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად პოულობენ. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას "ტფილისის ჰამქარი" თავის facebook-გვერდზე აქვეყნებს.
გუდიაშვილის ისტორიული მოედნის არსებობის ყველაზე ძველი დოკუმენტი 1785 წლის ქალაქის გეგმაა, რომელიც ალექსანდრე პიშჩევიჩმა ერეკლე მეორის დროს შეადგინა. ამ რუკაზე დღევანდელი გუდიაშვილის მოედანიცაა დატანილი.
მანამ, სანამ მოედანს ოფიციალურად სახელი მიენიჭებოდა, მას, იქვე მდგარი ღვთისმშობლის სომხური ეკლესიის გამო, მოღნისის სახელით...
საიასა და "ტფილისის ჰამქარის" ორგანიზებით, პროექტის "კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში" გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პროექტის უმთავრესი მიზანია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესება და ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდის" საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა. ასევე, თბილისის მართვის პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტრუმენტების გაძლიერება და სარეაბილიტაციო პროცესის სწორი მეთოდოლოგიით შესრულების დამკვიდრების ხელშეწყობა.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საია და "ტფილისის ჰამქარი" განახორციელებენ ფონდის საქმიანობის მონიტორინგს...
"...ეროვნულ საქმის ასაღორძინებლად, სოფლის ფეხზე წამოსაყენებლად, საჭიროა, ინტელიგენცია სოფელს დაუბრუნდეს..."
კოსტა ამირაჯიბი
მისი და სხვა ადამიანების მოღვაწეობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად უყურეთ ფილმს - "ინიციატივა არ ისჯება"
წინა სტატია
სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა ქუთაისის მერიამ გაასაჯაროვა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დაუცველია უსაფრთხოება, არასრულყოფილი დოკუმენტაცია, შეუსაბამო პროექტი და ცხოვრებისთვის საშიში პირობებია.
“ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც ადრე კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტს წარმოადგენდა, საცხოვრებლის პირობებს არ აკმაყოფილებს. შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































