წნორის სკვერში 9 ივნისს, საღამოს 6 საათიდან ფესტივალი “შენს მხარეს ვარ” გაიმართება.
ფესტივალის მიზანია შშმ ბავშვებისა და ახლაგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევა და საზოგადოების ცნობიერების შეცვლა მშობლების მონაწილეობით.
ფესტივალის ფარგლებში წნორის სკვერში ბენდის კონცეტი, მხიარული დრამერებისა და ანიმატორების მარში და ანსამბლ ათინათის ფლეშმობი ჩატარდება. ასევე, პარალელურად გაიმართება კინოჩვენებები და კულინარიული ვორქშოფი. ამასთან მოეწყობა საბავშვო სექციები (სახეზე ხატვა, ცარცები, გასაფერადებლები, ფრიზბი), სამახსოვრო გიფერი (Giffer), მუსიკის ვორქშოფი “ნატვრის ხე’ და დამონტაჟდება ფოტო კუთხე უცხოგრაფთან ერთად.
“ქიზიყელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი მშრობლების მიერ მომზადებული სხვა ბევრი სიურპრიზი 9 ივნისს, საღამოს 6 საათიდან წნორის კვერში დაგელოდებათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან “ხელი ხელს”, ცოდნის კაფე, სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი.
ფესტივალი იმართება პროექტის “ვორქშოფები დედებისთვის და მამებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად რურალურ დასახლებებში” ფარგლებში.|