საჩხერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება, რამდენიმე კი მიმდინარეობს. ისინი იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა დაათვალიერა. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, უკვე სრულდება სოფლების, მოძვი-ჯალაურთის, დამაკავშირებელი 6 კმ. – მდე საავტომობილო გზის მოასფალტება, სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 200 000 ლარით ფინანსდება. საჩხერეში მიმდინარეობს მერჯევისა და ჭორვილის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი 5 კმ. – იანი გზის მშენებლობა. ამ დრომდე ეს მონაკვეთი ამორტიზებული...
თბილისში წითელი ბაღისა და წურწუმიას პარკი განახლდება, მათ რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. მაია ბითაძის განცხადებით, სამუშაოები უკვე იწყება და დედაქალაქის მოსახლეობა განახლებული პარკებით წლის ბოლოდან ისარგებლებს. მისი თქმით, თბილისში 12 ყველაზე დიდი პარკის რეაბილიტაციის პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობას, სამუშაოების დაწყება კი შემდეგ წელს იგეგმება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ დიღმის ჭალებსა და  ე.წ. თემქის ხევში ორი ახალი...
წინა სტატია აჭარაში შესაძლოა რამდენიმე ახალი სამინისტრო შეიქმნას - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს. პარტიის წევრებმა მთავრობის სახლთან აქცია პერფომანსი გამართეს. ოპოზიცია დამატებითი სამინისტროს შექმნას, დამატებით ხარჯებს და ბიუროკრატიას უკავშირებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "ჩვენი ინფორმაციით იქმნება ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, ასევე საუბარია ეკომიგრანტების მიმართულებით კიდევ ერთი დამატებით სამინისტროს შექმნაზე. ეს არის ფაროსნების შემოსევა "ქართული ოცნების" მხრიდან სახელწიფო ბიუჯეტზე,"- განაცხადა რეზო ხარაზმა. ნაციონალური...
2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ შორის, გარდაიცვალა მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ზონაში 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი დაიღუპა. სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. განადგურდა 84 და დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი. განადგურდა და დაზიანდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი - გზები, ხიდები, გვირაბები... მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია....
ჩვენ გვინდა, რომ ორი ახალი საქალაქო პარკი გავაშენოთ და ამ მიზნით ვიწყებთ კვლევებს დიღმის ჭალებსა და  ე.წ. თემქის ხევში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ თქვა, რომ იწყება მუშაობა თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის შესასწავლად და როგორც მან დასძინა, ეს ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. დიღმის ჭალებში სარეკრეაციო ზონის მოწყობას წინა მერი დავით ნარმანიაც გეგმავდა. 2015 წლის 25 მაისს გლდანის...
მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოდგენას გეგმავს. დედაქალაქის მერმა ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, ტრანსპორტის თვალსაზრისით, გარკვეული შეზღუდვები. მხედველობაში მაქვს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, ჩვენ ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად,...
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის...
წინა სტატია შემდეგი სტატია მთავარმა პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა.  აბაზოვი იმ ვიდეოკადრების გამო დააკავეს, რომლის მიხედვითაც, მარნეულში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც თბილისში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაში 12 ივნისისთვის იყო დაბარებული. პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური...
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, თავის 72-ე სესიაზე, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" კიდევ ერთხელ მიიღო.  ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა...
წინა სტატია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მოქალაქეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ქვემო ქართლის ტელეკომპანია მერის კომენტარზე დაყრდნობით იუწყება. საქმე ეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომლის მიხედვითაც, მარნეულში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც თბილისში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს. როგორც აბაზოვმა ტელეკომპანიასთან საუბრისას თქვა, ის მომხდართან დაკავშირებით პროკურატურაში შუადღისთვისაა დაბარებული....
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ახალი დირექტორი ჰყავს - ამ თანამდებობაზე "ქართუ ბანკის" შიდა აუდიტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ეკატერინე გალდავა დაინიშნა. კომპანიის ყოფილი დირექტორი გიორგი კობერიძე თანამდებობიდან ივნისის დასაწყისში გაათავისუფლეს. კითხვაზე, რა გახდა კობერიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, droa.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უპასუხეს, რომ მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რაც შეეხება გალდავას, ის ბოლოს ამავე სამინისტროში ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან...
UNICEF ჰქვია კვლევას, დღეს ეს კვლევა განვიხილეთ და ,,შიდა კუხნაზე" ვიმსჯელეთ, - ასე უპასუხა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ გორის სათემო რადიო "მოზაიკას" შეკითხვას, თუ რა განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ. მაკრახიძის თქმით, შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა შიდა სამზარეულოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და მუშაობის შემდგომი ეტაპები დაგეგმეს. ,"შიდა კუხნა" იყო ძირითადში, შიგა და შიგ განვიხილეთ...
მოქალაქეს, რომელმაც აქციაზე ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ელჩინ ა-მ, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ თბილისში, ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე, "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა. ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ კი, მას ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ...
წინა სტატია თბილისის საკრებულომ დედაქალაქის სამარშრუტო ხაზებისთვის დამატებით 25 ავტობუსის გამოყოფას მხარი დაუჭირა. საკითხი სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მერაბ მამულაშვილმა წარადგინა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "25 ერთეული შეკეთდა და გამოვყავით დამატებით მომსახურებისთვის, რადგან ზღვა მოთხოვნაა და გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნებოდით. შესაბამისად, ამ რესურსის საფუძველზე 7 ახალი მარშრუტი გაიხსნა, მათგან ორ მარშრუტზე 4-5 ავტობუსი ივლის, დანარჩენზე - თითო ერთეული. ამასთან,...
ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, გზის საფარი კეთდება ქუთაისის მწვანე ყვავილას, ლუკა ასათიანისა და ლესელიძის ქუჩებზე. ქუთაისის მერიის ცნობით,სამივე ქუჩაზე ბეტონის საფარი დაიგო. კონტრაქტორები წინასწარ გამოცხადებული სატენდერო პირობით შეირჩა. მწვანე ყვავილას ქუჩზე 155 700 ლარი, ლუკა ასათიანის ქუჩაზე 93 835.28 ლარი, ხოლო ლესელიძის ქუჩაზე კი 242 669.52 ლარი დაიხარჯა. მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე არხები და გზა კეთდება თაბუკაშვილის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარია რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის, ასევე ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და საავტომობილო გზის მშენებლობაზე. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ქარსელაძის თქმით, შესაბამისი სამშენებლო ტენდერების გამოცხადება უკვე ივნისში იგეგმება. პროექტებზე 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. მშენებლობის დაწყება 2019 წლის იანვრიდან, დასრულება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ