მაია ბითაძე: წითელ ბაღსა და წურწუმიას პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1352

თბილისში წითელი ბაღისა და წურწუმიას პარკი განახლდება, მათ რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

მაია ბითაძის განცხადებით, სამუშაოები უკვე იწყება და დედაქალაქის მოსახლეობა განახლებული პარკებით წლის ბოლოდან ისარგებლებს.

მისი თქმით, თბილისში 12 ყველაზე დიდი პარკის რეაბილიტაციის პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობას, სამუშაოების დაწყება კი შემდეგ წელს იგეგმება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დიღმის ჭალებსა და  ე.წ. თემქის ხევში ორი ახალი პარკი გაკეთდება.