მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოდგენას გეგმავს. დედაქალაქის მერმა ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, ტრანსპორტის თვალსაზრისით, გარკვეული შეზღუდვები. მხედველობაში მაქვს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, ჩვენ ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად, ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს”- განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.