გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ჩაუტარდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სკოლის დირექტორის ლელა ბიბილურის თქმით, ცოტა ხნის წინ საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც აცნობეს, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება.
ქვეშის საჯარო სკოლის შენობა ავარიულია. შედარებით უარეს მდგომარეობაშია სპორტული დარბაზი. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, ძველი სპორტული დარბაზი მთლიანად დაინგრევა. მის ნაცვლად კი, ახალი დარბაზი გაკეთდება.
სკოლის...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საბავშვო ბაღში საქართველო პროექტის “ეკო-ენერგია ერისიმედის ბავშვებისთვის” განხორციელებას გეგმავს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროექტის მიზანი ერისიმედის საბავშვო ბაღში, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებით, ენერგო მოთხოვნის ოპტიმიზაციაა.
"პროექტის ფარგლებში ერისიმედის საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვება ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რის შედეგადაც შემცირდება ტყეზე ზეწოლა; მინიმუმ 10-15%-ით შემცირდება ენერგიაზე მოთხოვნა და CO2 ემისიები; დაინერგება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენების ინოვაციური გზები", -თქვეს ენერგოეფექტურობის...
ვარძიაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძარი 2016 წლის პირველ ნოემბერს, ღამით გაჩნდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ, გვიან ღამით, ვარძიაში მცხოვრებ ბერებს ეკლესიაში კვამლი დახვდათ. მათი ვარაუდით, სვეტიდან ანთებული სანთელი გადმოვარდა, რის გამოც ცეცხლი ჯერ ძირზე დაფენილ ხალიჩას, შემდეგ კი ხის მაგიდას მოედო. აქ რამდენიმე ათეული პარაფინის სანთელი იყო და ამან ცეცხლი კიდევ უფრო გააძლიერა.
მალევე ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენის პროცესი დაიწყო. აქ...
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მას შემდეგ რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, მე-6 მოწვევის საკრებულოს მიერ ჩატარებული 10 სხდომიდან 8-ს არ დასწრებია. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
ქალაქის პირველი პირი წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ ორჯერ, 2017 წლის 27 დეკემბერს და მიმდინარე წლის 18 იანვარს მივიდა. მაშინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიორგი ჭიღვარია მწვავედ გააკრიტიკეს, რის შემდეგაც იგი საკრებულოში აღარ გამოჩენილა.
გიორგი ჭიღვარია არ დასწრებია არც იმ სხდომას, რომელიც მისთვის,...
ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ორმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა. კულტურის სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა მირანდა კუპრავამ და მაია მურუსიძემ მერიას უკანონო გათავისუფლების გამო უჩივლეს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
მირანდა კუპრავას განცხადებით, მისი უკმაყოფილების მიზეზი მერიის მიერ დაწერილი დახასიათება გახდა.
"როდესაც დაიშალა ჩვენი განყოფილება, შემოგვთავაზეს ა(ა)იპ-ში გადაყვანა, რაზეც უარი განვაცხადე. რაც მთავარია, მერიამ ცუდი დახასიათება მომცა, ვაჟა ჯუღელმა დაწერა, თითქოს მე ვიყავი კონფლიქტური და...
წინა სტატია
როგორც ცნობილია, გუშინ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. მას ბრალად "მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა" ედება, რაც თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით ისჯება. აბაზოვს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა, ხოლო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამის გამო მარნეული, ფაქტობრივად, მერის გარეშე დარჩა. მისი მოვალეობა, კანონმდებლობის შესაბამისად, მერის პირველმა მოადგილემ, ხოლო თუ პირველი...
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლვაშვილის გადაწყვეტილებით, მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თემურ აბაზოვის ადვოკატებმა 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტები არ გაიზიარა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აგვისტოს 13:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
პროკურორები აცხადებდნენ, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს საქართველოდან წასვლას აპირებდა.
მათი თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას იმის...
დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, ქალბატონო მოსამართლე, საკრებულოს თავმჯდომარეც კი დავაჯრიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. ამის შესახებ მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ. ინფორმაციას TV4 ავრცელებს.
აბაზოვი მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. მისი თქმით, იგი კანონმომრჩილი ადამიანია და მიმალვას არ აპირებს.
„კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია....
წინა სტატია
დღეს 14 ივნისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პირველი პარკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დამსწრეებს თავად ინიციატორმა რაიან სმიტმა გააცნო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
რაიანი დიდიხანია, რაც მარნეულში პარკის მოწყობითვის იბრძვის, ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებს. მარნეულის მერიასთან თხოვნა მხოლოდ საჭირო ტერიტორიის გამოყოფაზე აქვს, რაზეც მან ოფიციალური პასუხი ჯერ ვერ მიიღო.
რამდენიმე თვეა, რაც რაიანმა სოციალურ ქსელში, ფეისბუკზე კამპანია „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება. ცენტრი შენდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შენდება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს, ასევე გულისხმობს გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას.
"ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონცეფციის...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებით, 2018 წლის 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
როგორც საავტომობილო...
წინა სტატია
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი ახტალა შპს "გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ"3 760 000 ლარად იყიდა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
კურორტის საწყისი ფასი 3 755 000 ლარი იყო. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა ააშენოს, რაშიც, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
ცნობისთვის, ახტალა საქართველოში ტალახით ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა...
წინა სტატია
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.
ბახტაძე ამ დროისთვის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. ის ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.
2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო, 2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი; 2007-2008 წლებში - სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2005-2006 წლებში - სს „საქართველოს რკინიგზის“...
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, კერძოდ, მინდელის ქუჩაზე, მშენებლობის პროცესში კლდე ჩამოინგრა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელშიც, ასევე, აღნიშნულია, რომ საძირკველში დგას წყალი, სამუშაოები კი კვლავ გრძელდება.
როგორც გამოცემა "კომერსანტი" წერს, საუბარია მრავაფუნქციურ კომპლექსზე, რომელსაც სამშენებლო კომპანია „Green Life“ ახორციელებს.
„ტფილისის ჰამქარის“ დაფუძნებლისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევა უკვე არაერთხელ დაფიქსირდა, რადგან ქალაქის მერია კვლავ არაეფექტიანად...
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საველე მონაცემების შეგროვებას მიმდინარე თვეში დაასრულებენ.
მომდევნო ეტაპზე სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის მხარეში განხორციელდება.
საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები მოცემულ არეალებზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიულ მონაცემს აღწერენ, მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის...
ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კილომეტრიანი გზა, 6 ხიდი და 5 გვირაბი, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბი აშენდება.
9 კილომეტრიან გვირაბი, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეშეთი - კობის მონაკვეთი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.
https://www.youtube.com/watch?v=EALAHeEnEpM&feature=youtu.be
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































