ოზურგეთის საკრებულოს ‘ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატი ბესიკ ქათამაძე ცემეს. "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრებთან ერთად ოთახში მყოფი ქათამაძე გარეთ ნაცემი გამოვიდა. დეპუტატს თავზე ღია ჭრილობა აღენიშნება. როგორც ბესო ქათამაძე ამბობს, ფრაქციის წევრებმა მას ანგარიში ფეისბუქში აქტიურობისა და კრიტიკული პოსტების გამოქვეყნების გამო გაუსწორეს და თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს. https://www.youtube.com/watch?v=5OnES7TqR9Y&feature=youtu.be
თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ერთხმად, 29 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა. საკითხი სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით თქვა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან თბილისის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მიზნობრივი ტრანსფერი მიიღო და დღეს თბილისის ბიუჯეტში ამ გადაწყვეტილების ასახვა მოხდა. “მოგეხსენებათ,...
ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე “თემქის ხევის“ პრობლემის მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ტალიაშვილის თქმით, 11 ჰექტარზე გადაჭიმული, დაჭაობებული სივრცე, ხელს უშლის და არის წინაღობა თემქის სწრაფი განვითარებისთვის. "საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობა კი საშუალებას მოგვცემს რაიონის აბსოლუტურად სხვა პოზიციონირებისთვის, რაც იქაური მცხოვრებლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა ყველა საკითხის ადვილად მოგვარების საფუძველი გახდება. ჩვენ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებებს ვასრულებთ“, - განაცხადა ტალიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსს იწყებს. კონკურსის მიზანი ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება და ახალგაზრდობის სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობაა. ასევე, კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობას. პროექტი უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2018 წელს. საკონკურსო იდეის მიღების ბოლო ვადა 1 ოქტომბერია. მერიაში შესულ ინიციატივებს ყოველი თვის ბოლოს, მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის განიხილავს....
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. 60 ბავშვზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით იფუნქციონირებს. ეს პირველი საბაშვო ბაღია მუნიციპალიტეტის ტერტიორიაზე, სადაც გათბობა ბუნებრივი აირით იქნება უზრუნველყოფილი. წყალტუბოს მერიის ცნობით, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების წესებიც. მუნიციპალიტეტის მერის გიორგი იობიძის თქმით, პროექტის თანახმად, გარემონტდა არსებული შენობა და მოხდა ფართის მომატება. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 000 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) -ს ორგანიზებით ქუთაისში რეგიონული კონფერენცია მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობა, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიიღო. მან ქვეყნის მასშტაბით ამ კუთხით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებელი ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იყო, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით გენდერულ ბიუჯეტირებასა და ქალთა საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით თვითმმართველობის ბიუჯეტი აუცილებლად უნდა იყოს...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ საქართველოში სატრანზიტო კორიდორის განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილმა ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რიკოთის საუღელტეხილო და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მშენებლობის მნიშვნელობას. უწყების ცნობით, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების...
სენაკში გარუჩავას ქუჩაზე 3559 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულებისმიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის ვადა დღეს სრულდება. აუქციონი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. სენაკში „ეროვნული ფორუმის“ ორგანიზაციის წევრი აპოლონ გარუჩავა ამბობს, რომ ამ მიწის ნაკვეთის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასაცემად მან ხელმოწერები არაერთხელ შეაგროვა, თუმცა უარი მიიღო. მიწის ნაკვეთზე აუქციონის გამოცხადება, აფიქრებინებს, რომ მისი შეძენა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს სურთ. "მაქვს ინფორმაცია, რომ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. გურჯაანის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი. ამ გზას რამდენიმე უბანი უკავშირედება და სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 60 %სარგლებლობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებილი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჩატარდება. სატენდერო თანხა 415 248 ლარი იყო, ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს.
ახალციხეში, აგარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 1 600 000 ლარი დაიხარჯება და პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ახალციხის მერიაში აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს. გზაზე ასფალტო–ბეტონი უნდა დაიგოს და სამუშაოები 2019 წლამდე დასრულდეს. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია გზის ნაწილს ჩაუტარდება და ამისთვის 800 000 ლარი დაიხარჯება, იმავე რაოდენობის თანხა მოხმარდება მომავალ წელს მეორე ეტაპის...
სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ვარკეთილის მედიათეკაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმში ოცამდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სამგორის მოსახლეობას 1500-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. დასაქმების ფორუმები თბილისის რამდენიმე რაიონში უკვე ჩატარდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციით, რეგიონში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. კომისიის პრეზენტაციაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულების პროექტი და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა ამავე საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა. ჩხეტიას განცხადებით, უწყებათაშორის კომისიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, მთავრობის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის...
ჭოროხის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულდა გზის 3500 მეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა. აჭარის მთავრობის ცნობით, სამეტაპიანი პროექტი 5 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთს მოიცავს და მისი სრული ღირებულება 8 253 000 ლარია. სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად აჭარის საგზაო დეპარტამენტი ეტაპობრივად ახორციელებს.
მდინარე ოღასკურის კალაპოტის მოწყობის სამუშაოებს შპს "კონსტანტა" შეასრულებს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ განმეორებით ტენდერში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა. მასთან ერთად, ტენდერში მონაწილეობდა შპს "ელიტ ბილდერი". ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. კომპანიამ  სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის ვადაში უნდა შეასრულოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 582 001 ლარი დაიხარჯება. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 6 წლით განისაზღვრება. ტენდერის პირობების მიხედვით, ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები  ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე ჩატარდება. შეგახსენებთ, ოღასკურა ძლიერი წვიმის დროს...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებმა ირაკლი ურუშაძემ და ზაზა სიხარულიძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) წყალმომარაგების სექტორში აფინანსებს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკმა...
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება. ინფორმაციას ინტერპრესნოუსი ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ისაუბრა. მისი თქმით, ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება. ამ კუთხით პროგრამები გაგრძელდება, თუმცა უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მიდგომით, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ