ჭოროხის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულდა გზის 3500 მეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა.
აჭარის მთავრობის ცნობით, სამეტაპიანი პროექტი 5 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთს მოიცავს და მისი სრული ღირებულება 8 253 000 ლარია.
სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად აჭარის საგზაო დეპარტამენტი ეტაპობრივად ახორციელებს.