სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

646

სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ვარკეთილის მედიათეკაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმში ოცამდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სამგორის მოსახლეობას 1500-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა.

დასაქმების ფორუმები თბილისის რამდენიმე რაიონში უკვე ჩატარდა.