ოზურგეთში საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ცემეს

863

ოზურგეთის საკრებულოს ‘ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატი ბესიკ ქათამაძე ცემეს. “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრებთან ერთად ოთახში მყოფი ქათამაძე გარეთ ნაცემი გამოვიდა. დეპუტატს თავზე ღია ჭრილობა აღენიშნება.

როგორც ბესო ქათამაძე ამბობს, ფრაქციის წევრებმა მას ანგარიში ფეისბუქში აქტიურობისა და კრიტიკული პოსტების გამოქვეყნების გამო გაუსწორეს და თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.