დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-4 და მე-5 კორპუსებთან, პაიჭაძის ქუჩის N1-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსთან და წერეთლის გამზირის N59, N61-სა და N63-ში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა.
დიდუბის გამგეობის ცნობით, კონტრაქტორმა კომპანიამ მოაწესრიგა, როგორც სამანქანო გზა, ასევე ფეხითმოსიარულეთა ბილიკები და ბორდიური. ამ ეტაპზე, ბორდიურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჭიაურელის ქუჩის გასასვლელში,...
წინა სტატია
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ითხოვს, RMG-ის ახალი საბადოს დამუშავების უფლება არ მიეცეს. მიზეზად კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული მასშტაბური ზიანი სახელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ, ვიდრე ეს ზიანი არ გამოსწორდება და გარემოს დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები უზრუნველყოფილი არ იქნება, ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიას „ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე ახალი საბადოს დამუშავების უფლება არ უნდა მისცეს.
როგორც ცნობილია, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში...
ქუჩის მუსიკოსები, შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ, - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გვარჯალაძის თქმით, ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან, რაც „ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს“.
„ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“,- განაცხადა გვარჯალაძემ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო,...
ბოლო წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში გაშენებული ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი განადგურდა. მიზეზი ადგილობრივი ფერმერები არიან, რომლებიც ცეცხლს მიწის გასუფთავების მიზნით ანთებენ, შემდეგ კი მის მართვას ვეღარ ახერხებენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
დედოფლისწყაროში შირაქის ველზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების გამო ქარსაფარი ზოლების თითქმის 90% განადგურდა.
ხანძრები ზოგ შემთხვევაში გვალვის გამო ჩნდება, თუმცა უმეტესწილად ამის მიზეზი ადგილობრივი ფერმერები არიან, რომლებიც ქერისა...
სამშენებლო კომპანია "სვეტს" მერიის არქიტექტურის სამსახურმა, შესაძლოა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცეს. კომპანია მირცხულავას ქუჩაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვას ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის დადების შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კომპანია "სვეტი" სამშენებლო სამუშაოებს მშენებლობის ნებართვის გარეშე აწარმოებდა. ზედამხედველობის სამსახურს შეჩერებული აქვს მშენებლობის პროცესი. როგორც ბოლოთაშვილი ამბობს, მერია ამ პროცესში იმ კუთხით ჩაერთო, რომ...
წინა სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტს ევროსტანდარტების შესაბამისი 200 ურნა გადასცა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით, ნაგვის ურნები ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდება და ძირითადად ცენტრალურ მაგისტრალზე განლაგდება.
„ორმოცი ურნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სემმა“ გადმოგვცა, 200 მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 306 ურნის შეძენა. რადგან...
ქალაქ ბოლნისის ქუჩების ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები 2018 წელსაც გაგრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სამშენებლოს სამუშაობის შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი ოთხ ობიექტზე უკვე გამოაცხადა.
ბოლნისის ბაზალტით წისქვილის, ლადო ასათიანის, ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გარკვეული მონაკვეთები მოიკირწყლება.
მერიის ცნობით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტორტუარები და სანიაღვრე ცხაურები მოეწობა. სამუშაოებისას კი ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდებიან.
წინა სტატია
ქუთაისის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი მერიის მიერ სახელფასო დანამატების გაცემის ფაქტებს ეხმიანება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
"ხელფასის ზრდის დროს აღინიშნა, რომ დანამატი და პრემია გაერთიანდებოდა და საერთო ჯამით გაიცემოდა ხელფასი, თუმცა ხელფასებიც გაიზარდა და დანამატიც გაიცემა. შეიძლება სტიმულის მისაცემად მათვის არსებობდეს "ბონუსური " სისტემა, მაგრამ მნიშვნელოვანი არსებობდეს ისეთი ობიექტური სისტემა, რომელიც სამართლიან მდგომარეობაში ჩააყენებს თანამშრომლებს."-აცხადებს მერაბ მეშველიანი.
დეპუტატის განმარტებით, მნიშვნელოვანია, იცემა თუ არა...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ნატო ყაზარაშვილმა განაცხადა, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს. ყაზარაშვილის ინფორმაციით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვაკანტურია საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისა და მოქალაქეთა მომსახურებისა და...
ახალციხის მერია ახალციხესა და ვალეში დაზიანებული ატრაქციონების შესაცვლელად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ახალციხის ცენტრალური პარკის, საპატრულო პოლიციის ეზოსა და ცხრა აპრილის ქუჩაზე, ასევე ქალაქ ვალეში მდებარე სკვერებში არსებული ატრაქციონები შეკეთდება.
ატრაქციონების დეტალების შესაძენად ტენდერი 6 080 ლარზე გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 10 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
აღნიშნული თანხით უნდა იყიდონ ორი დიდი და ერთი პატარა სასრიალო,...
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის პროექტი მიმდინარეობს.
ბერძენიშვილის N4-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, ხოლო ნუცუბიძის IV მ/რ-ის N30 კორპუსში საერთო სარგებლობის კიბის განახლება მიმდინარეობს.
ასევე, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-2 კორპუსსა და ნუცუბიძის N215-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები ხორციელდება.
გამგეობის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ამხანაგობის მიერ გამგეობაში შეტანილი განაცხადისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, წყალარინების ქსელისა...
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ეზო კეთილმოეწყობა. სამუშაოებისთვის მარტვილის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 072 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები 60 დღეში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, შეიცვლება დაზიანებული ბეტონის საფარი, გაკეთდება დეკორატიული ფილები, ბორდიურები, დაგეგმილია შენობის უკანა კიბის საფეხურების და ბაქნის მოპირკეთება დეკორატიული ფილებით, უკანა გასასვლელში ლითონის მოაჯირის აღდგენა, დეკორატიული სკამის მოწყობა და...
კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავის გზატკეცილის N28-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა ბილიკები, იდგმება სკამები და კორპუსის უკანა მხარეს, ასფალტო-ბეტონის სარინელს სრული რეაბილიტაცია უტარდება.
გამგეობის ცნობით, სამუშაოებს შპს „კგა“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს.
რუსთავის გზატკეცილის პარალელურად, ქვაფენილით გორგასალის ქუჩის N23-დან N27-მდე 126 კვ.მ-ზე ეწყობა. სამუშაოებს შპს „პრიორიტეტი“ 2 კვირაში დაასრულებს.
სამშენებლო კომპანია „მაგისტრალი“ კი, ასფალტის მოწყობის სამუშაოებს გორგასალის მე-4...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ვასო გოძიაშვილის პარკის (ე.წ. წითელი ბაღი) კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.
კალაძის თქმით, კონკრეტულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 25 ივნისს დასრულდება.
პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა 2 საბავშვო სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, „დეკის" ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი და დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.
პარკის გარშემო...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, მაღალმთიან აჭარაში, მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრა, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ.
ზაზა გაბუნიამ სოფელ გეგელიძეებში 35 წლის თამარ ბალაძის მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა და მცირე მეწარმეობას მიჰყო ხელი, ყვავილების სათბური გახსნა, აქვს ჟოლოს პლანტაცია, ამჟამად კი ღვინის მარანს აწყობს და საოჯახო სასტუმროს აშენებს.
“მიხარია, რომ ეკონომიკურად ასეთ...
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისის ჩათვლით, თბილისში 244 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 2017 წელს უწყების თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში 438 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამასთან, ქვეწარმავლების გამოჩენის პიკი მაისში, ივნისსა და ივლისშია.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის თქმით, შხამიანი გველები გვხვდება ძირითადად, ორთაჭალაში, კრწანისში, ფონიჭალაში, აფრიკისა და აეროპორტის ტერიტორიებზე.
რაც შეეხება დედაქალაქში გიურზების მომრავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ცხოველთა მონიტორიგნის სააგენტოში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































