როგორი იქნება განახლებული ე.წ წითელი ბაღი (ვიდეო)

3437

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით,  უახლოეს მომავალში ვასო გოძიაშვილის პარკის (ე.წ. წითელი ბაღი) კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.

კალაძის თქმით, კონკრეტულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 25 ივნისს დასრულდება.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა 2 საბავშვო სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, „დეკის” ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი და დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.

პარკის გარშემო მოეწყობა დაახლოებით 700-მეტრიანი ველობილიკი, სრულად შეიცვლება პარკში არსებული ფურნიტურა, განთავსდება სეპარირების ურნები და მოეწყობა ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე.

პარკში განახლდება გამწვანება: დაიგება ბალახის საფარი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ბუჩქები და ხეები. გარდა ამისა, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება.