ქუჩის მუსიკოსები, შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გვარჯალაძის თქმით, ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან, რაც „ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს“.
„ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“,- განაცხადა გვარჯალაძემ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მოგვიანებით სერგი გვარჯალაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით კი, ქუჩის მუსიკოსებს ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდებათ და ამ მიმართულების გაუმჯობესებას მერიის მხრიდან მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.
„ჩვენი ვცდილობთ, რომ ქუჩის მუსიკოსებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ამ მიმართულებით ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ – ფესტივალის გაკეთება გვინდა”,- განაცხადა თბილისის მერმა.