საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა იწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახელმწიფო პროგრამა გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას და ბრენდირებას.
უწყების ინფორმაციით, როგრამის ფარგლებში, მომსახურების შესყიდვა განხორციელდება, რომელიც კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის...
2017 წლის არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტმა, ამ დრომდე საკანონმდებლო მაცნეზე დოკუმენტების განსათავსებლად 15 391 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 660 ლარი 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე 238 გვერდის ატვირთვისთვისაა გადარიცხული. 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე კი, გამოქვეყნებულია 663 გვერდი, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა 11 731 ლარი გადაიხადა.
საკანონმდებლო მაცნესთან გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნორმატიული...
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი 1 მილიონ 714 000 ლარია. გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი პურიჭამიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა, ძირითადად, ადმინისტრაციულ ხარჯებს, სამწვრთნელო მომზადებებს, გასვლითი ღონისძიების ტრანსპორტირებასა და მოზარდების ქალაქგარეთ კვებაში იხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა სპორტულ მიმართულებას სააგენტო აფინანსებს.
"ერთი შეხედვით, დიდი თანხაა, მაგრამ დამერწმუნეთ, გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ეს ციფრი არც თუ...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის მიერ სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ამხანაგობა "აითიემი" გორის მერიის მიერ დისკვალიფიცირებულია. "აითიემი" გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა და საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას 430 777 ლარად კისრულობდა.
"ფასით კი მოვიგეთ, მაგრამ, რომ გადავხედეთ ხარჯთაღრიცხვას აღარ დავადასტურეთ. ძალიან ბევრი პრობლემა და ცდომილება იყო, რის გამოც ტენდერზე ჩვენ თვითონვე ვთქვით...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, 4 თანამდებობაზე ღია და პოზიციაზე დახურული კონკურსი ჩატარდება.
,,კონკურსი გამოცხადდა:ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსის (დახურული კონკურსი), ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და დაფინანსებით, ბორჯომელი მოსწავლეები გერმანიის ქალაქ ვეიჰეს საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ.
ბორჯომის მერიის ცნობით,ბანაკში 15 მოსწავლე და 3 მასწავლებელი 16 ივლისამდე დარჩება. მოსწავლეები გერმანელ, ლატვიელ და ფრანგ თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, პრეზენტაციაში, ჯგუფურ აქტივობაში, ასევე, დაათავლიერებენ ღირშესანიშნაობებს, შეხვდებიან საინტერესო ადამიანებს.
მოსწავლეები ყველა საჯარო სკოლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეირჩნენ. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც წარმომადგენლობით ორგანოში აცხადებენ, საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსისა და საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციებზე დახრული კონკურსი ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს.
"კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და 2 წლიანი სამუშაო გამოდილება.
უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 700 ლარია, ხოლო განყოფილების...
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩის N41-ში მდებარე მარკეტში, პური უფასოდ რიგდება. როგორც გამყიდველი საუბრისას აღნიშნავს, საკრებულოს დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ გარკვეული თანხა გადაიხადა იმისთვის, რომ 50 თეთრიანი პურები მარკეტში უფასოდ დაერიგებინათ. ინფორმაციას Newposts.Ge ავრცელებს.
როგორც საკრებულოს დეპუტატი ამბობს, მსგავს აქციებს კიდევ გეგმავს.
"ეს არ არის პირველი აქცია, მანამდეც გავაკეთე და კიდევ ვაპირებ მცირედი წვლილი შევიტანო ადამიანების კეთილდღეობისთვის. დღეს, ხარებავაზე, ერთ-ერთ მარკეტში გადავწყვიტე...
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სსიპ-ებთან და ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება. ბახტაძის განცხადებით, შესაძლოა, ისინი გაუქმდეს, გაერთიანდეს, მოხდეს ოპტიმიზაცია და ის ეფექტი მიიღონ, რაც მოსახლეობას სჭირდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ იმ ხარჯებით, რასაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით, მივიღოთ გაცილებით უკეთესი ეფექტი და უფრო ეფექტური ბიუროკრატია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში დღეს 100 000 ლარი გაანაწილეს. სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე დაახლოებით 30-კაციან კრებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელ ქვახვრელში ძიუდოს დარბაზში სველი წერტილები გაკეთდება და მინისტადიონი მოწესრიგდება. ამასთან, თანხის ნაწილი სოფელ უფლისციხეში სკვერის მოწყობისთვის დაიხარჯება.
პროექტის კოორდინატორი, ნინო გოლოშვილი ამბობს, რომ მერიის მხრიდან მხოლოდ საინფორმაციო კამპანია ხორციელდება:
,,ჩვენ მოსახლეობას ავუხსენით, თუ...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კარიერის დასახლებაში ტურისტული სეზონისთვის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. აჭარის მთავრობის ცნობით, ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები და ტროტუარები. ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე დეკორატიულ ფილებს აგებენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 798 888 ლარია გათვალისწინებული.
ასევე, აჭარის მთავრობის ცნობით, მდინარე კინტრიშის კალაპოტი იწმინდება. გასწორხაზოვნების...
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კომუნისტების პერიოდში აშენებული შენობა-ნაგებობები საშენ მასალად იყიდება. ამის თაობაზე გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიის ეკონომიკური სამსახურის ცნობით, შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ის კომპანია ახორციელებს, რომელიც აუქციონში იმარჯვებს.
დემონტაჟს სოფელ უფლისციხეში მდებარე ყოფილი კულტურის სახლის შენობა დაექვამდებარა. მეორად საშენ მასალას კომპანია საკუთრებაში იტოვებს, შემდეგ კი, ყიდის.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გორის მერიამ 73...
წინა სტატია
ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის კონსტრუქციის აწყობის შემდეგ მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სამშენებლო ტექნიკა უკვე გადადის და ინტენსიურ სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ხიდის არ არსებობის და ავარიული შემოვლითი გზის გამო ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მასშტაბური გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც ჭუბერში შექმნილმა საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
ჭუბერში სტიქიამ 6...
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ახალ მინისტრთა კაბინეტში 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრია. ახალი მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას შემდეგი პირები დაიკავებენ:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი -...
ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეცენტრალიზაციის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ახალ კონცეფციაზე და არსებულ მიღწევებზე. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში თვითმმართველობის განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2025 წლისთვის კომპეტენციები და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური...
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ გუბერნატორების ინსტიტუტს ცვლილებები სჭირდება. კერძოდ, ბახტაძე ამ ინსიტუტის გაძლიერებასა და ისეთი ფორმატით შექმნაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.
"ამ ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ისეთი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































