პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ახალ მინისტრთა კაბინეტში 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრია. ახალი მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას შემდეგი პირები დაიკავებენ:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი – დავით სერგეენკო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი კახა კახიშვილი იქნება.