სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ.
ავტორი: თამუნა უჩიძე
აწყურის ტაძრის პროექტის ავტორი ამბობს, რომ ძეგლის რესტავრაცია დარღვევებით მიმდინარეობს. მშენებელი კი პირიქით, ავტორს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროექტი არასწორადაა შედგენილი. ქვები, რომლითაც ძეგლი შენდება ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის პროექტის ერთ–ერთი ავტორი გოგოთურ მასრიაშვილი ამბობს, რომ ძეგლის რეაბილიტაცია საგანგაშო დარღვევებით მიმდინარეობს: „ტაძარს მისივე ძველი ქვების ნაცვლად, სხვა ახალი ქვებით აკეთებენ, ასე ისტორია მახინჯდება“.
ძირითადი...
დაბა ქედის ცენტრში შესასვლელი საავტომობილო გზა გაფართოვდა. ეს გზა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია. გზის გაფართოებისა და კეთილმოწყობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტმა 1 200 000 ლარი დახარჯა. ამის შესახებ iregions.ge წერს.
როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ქედის მერია ცენტრალური მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მალე განათების სისტემას დაამონტაჟებს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
კიბოს რეგისტრი - ასე ჰქვია პროგრამას, რომელშიც მთელ საქართველოში კიბოს გავრცელების შესახებ სრული ინფორმაცია გროვდება. რეგისტრი უკვე მესამე წელია საქართველოში ამოქმედდა. პირველი მონაცემები 2015 წელს გამოქვეყნდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრის სამი წლის მონაცემები გააანალიზა და წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
"გურიის მოამბის" ცნობით, სამი წლის მონაცემების მიხედვით, 2015-2017 წლებში საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 8 700 - 11 000-ის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად, 2017 წელს კიბოს 8731 ახალი შემთხვევა...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულაციის წესზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, გარევაჭრობაზე გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს. კახა ჯამბურიას თქმით, არსებობს პრობლემები სურსათის უვნებლობის, გარემოს დაბინძურების, ქალაქის იერსახის დამახინჯების და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების მხრივ, რომლსაც დროულად მოგვარება სჭირდება.
"ამ წესების დამუშავება და რეგულაციები მნიშვნელოვანია, როგორც სისუფთავის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრის, გარე...
გურჯაანში, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგვის ურნები ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონტეინერებით შეიცვალა. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, ძველი დაზიანებული იყო, ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 ახალი ურნა შეიძინეს. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელის დიანა რაქვიაშვილის განმარტებით, ამისთვის 19 425 ლარი გამოიყო.
"ამჟამად მიმდინარეობს მისი დამონტაჟება და ურნები ქალაქის მასშტაბით გამოიცვლება. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც შპს „ინგრიდმა“ გაიმარჯვა. სამონტაჟო სამუშაოებს სწორედ...
“ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, მაგნიტაფონს ორჯერ უკრავს” – კარდენახელები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. "ნუშებისა“ და „ტეტელოშვილების უბნის“ მცხოვრებლების თქმით, გზა ისეა დაზიანებული, ფეხით გავლაც კი შეუძლებელია. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
„ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, „მაგნიტაფონს“ ორჯერ უკრავს. აბა რა ვიცით, გვეშველება რამე?!“- ამბობენ ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლები.
კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები ივანე ხელაშვილი ამბობს, რომ საარჩევნოდ, ცენტრალური გზიდან ჩამოსასვლელი გააკეთეს მხოლოდ, რომლის სიგრძეც, მისი თქმით, 100...
წალენჯიხაში ტერენტი გრანელის პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ადგილობრივი მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პარკი სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდება. მათ შორის აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ღია თეატრის ნაშთებს ჩაუტარდება დემონტაჟი, გამხმარი ხე-მცენარეები მოიჭრება და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა ბილიკი, შადრევანი, გარეგანათება, ღობე, სანიაღვრე სისტემა, ატრაქციონი, მინი გოლფის, კალათბურთისა და ჩოგბურთის, ასევე, სატრენაჟორო მოედნები.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 463 ათასი ლარია. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტს...
წინა სტატია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საბაგიროების მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
"მთის კურორტების ინფორმაციით", ხელშეკრულება ითვალისწინებს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში არსებული საბაგიროებიდან „პირველისა“ და „სოლიკოს“ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობას, ასევე „კუდების“ საბაგიროს რეკონსტრუქციას და კიდევ ერთი ახალი საბაგიროს მშენებლობას.
„საბაგიროები „სოლიკო“ და „კუდები“ ღია ბაბლის ტიპის 6 ადგილიანი იქნება, რაც...
ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ. მათი ინფორმაციით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება სექტებრიდან იგეგმება.
“სამინისტრომ, გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად რეგიონებში გასვლები დაიწყო. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ ყველა პრობლემის ადგილზე იდენტიფიცირება. ლანჩხუთში უკვე ვიწყებთ რამდენიმე დარჩენილი ქუჩის რეაბილიტაციის...
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-10ა კვარტალში, N41 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ექვსი საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა და წყალარინების მილები 206 გრძივ მეტრზე იცვლება. კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
ამ კორპუსში 72 ოჯახი ცხოვრობს. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 31 400 ლარი გამოიყოფა.
ისნის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით, შვიდ მისამართზე დაიწყება.
ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, სამუშოების ფარგლებში, დოდაშვილის ქუჩაზე N 20ა-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბრტყელი სახურავი შეიცვლება; წითელწყაროს I შესახვევის, N 1/14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ქანობიან სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება; ქ.წამებულის გამზირის N 82 და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსებში, სადარბაზოები გარემონტდება; კახეთის გზატკეცილის N 10 და სამგორის დასახლების...
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში სკოლის მოსწავლეებმა სკვერის მოწყობა დაიწყეს. მოხალისეები, სოფლის კულტურის სახლისა და ამილახვრების სასახლის გვერდით, შეიკრიბნენ და სკამებს ამონტაჟებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გარდა ამისა, კულტურის სახლის კედელი თეთრად შეღებეს, სადაც ისინი კინოჩვენებების გამართვას აპირებენ. სამუშაოები პროექტ "ჩაერთე"-ს ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები: ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის" და ,,კონა".
ქვემო ჭალელ ახალგაზრდებს კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილიც შეხვდა,...
გორში, წმინდაწყალზე, მდინარე მეჯუდას კალაპოტს ასუფთავებენ. კომპანია "გალაქტიკას" ტექნიკით, მდინარისგან ჩამოტანილი მიწის მასა, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ხეები გააქვთ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობს.
მდინარე მეჯუდას ადიდების გამო წმინდაწყალი არაერთხელ დაიტბორა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საბჭოთა კავშირის დროს კალაპოტში ბეტონის კონსტრუქციები ააგეს. მას შემდეგ კალაპოტი ნარჩენებით გაივსო.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ წმინდაწყლის...
გორის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნანა აბრამიძე ამბობს, რომ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში გაუქმებული 40-ზე მეტი ბიბლიოთეკიდან გადაყრილი წიგნებიდან 25 ათასამდე წიგნის გადარჩევაა შესაძლებელი, რომელიც გორის ბიბლიოთეკაში განთავსდება. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
მისი თქმით, ბიბლიოთეკის თანამშრომლები გორის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში მოთავსებულ ფონდს მორიგ აღწერას უტარებენ.
ნანა აბრამიძე დეტალურად იხსენებს, თუ როგორც გაუქმდა 2011 წელს გორსა და გორის რაიონში 40-ზე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო სკოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკის მოსაწყობად სასტუმროს მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 28 400 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ურეკში ბანაკი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების 150 მოსწავლეზე. მოზარდები კურორტზე ჩავლენ ორ ნაკადად. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა სასტუმროში დაბინავების მომსახურება, სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი). მომსახურება შემსყიდველს 25 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე უნდა გაეწიოს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2.5 კმ-იანი გზის მშენებლობა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საკურორტო ზონა სრულად განიტვირთება და გადაადგილება გამარტივდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ასევე ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი 8 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































