ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-10ა კვარტალში, N41 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ექვსი საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა და წყალარინების მილები 206 გრძივ მეტრზე იცვლება. კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
ამ კორპუსში 72 ოჯახი ცხოვრობს. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 31 400 ლარი გამოიყოფა.