ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საბაგიროების მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
“მთის კურორტების ინფორმაციით”, ხელშეკრულება ითვალისწინებს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში არსებული საბაგიროებიდან „პირველისა“ და „სოლიკოს“ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობას, ასევე „კუდების“ საბაგიროს რეკონსტრუქციას და კიდევ ერთი ახალი საბაგიროს მშენებლობას.
„საბაგიროები „სოლიკო“ და „კუდები“ ღია ბაბლის ტიპის 6 ადგილიანი იქნება, რაც მგზავრის სიცივისაგან დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო საბაგირო „პირველი“ ღია, ასევე 6 ადგილიანი. საბაგირო ,,პირველის“ და „ სოლიკოს“ გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი ,,კუდების“ კი 2200 მგზავრი იქნება.
2018-2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე კურორტ გუდაურში სამი ახალი და ერთი რეკონსტრუირებული საბაგირო იქნება.
საბაგიროები „პირველი“, „სოლიკო“ და „კუდები“ 1987 წელს აშენდა, რომელთა გამტარუნარიანობა იყო დაბალი.
უწყების ცნობით, ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 – 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ტურისტების რაოდენობა 491% -ით გაიზარდა.