გორის მერია: წმინდაწყლის დატბორვის საფრთხე აღარ არსებობს

1031

გორში, წმინდაწყალზე, მდინარე მეჯუდას კალაპოტს ასუფთავებენ. კომპანია “გალაქტიკას” ტექნიკით, მდინარისგან ჩამოტანილი მიწის მასა, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ხეები გააქვთ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობს.

მდინარე მეჯუდას ადიდების გამო წმინდაწყალი არაერთხელ დაიტბორა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საბჭოთა კავშირის დროს კალაპოტში ბეტონის კონსტრუქციები ააგეს. მას შემდეგ კალაპოტი ნარჩენებით გაივსო.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ წმინდაწყლის დატბორთვის საფრთხე აღარ არსებობს.