წინა სტატია ციხე-ქალაქ მუცოში საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობის მსურველებს სახელმწიფო დაეხმარება, ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მუცოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა,  მისი ინფორმაციით, წელს მუცოში სამუშაოების 99% დასრულდება. როგორც ანთიძე აღნიშნავს, ამჟამად სამუშაო ჯგუფი უკვე მუცოშია და სულ მალე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, გარდა კერძო ინიციატივებისა, სამუშაო...
მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 6 თვეში დასრულდება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, ეს გზაგამტარი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობას არსებითად განტვირთავს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. „ყველამ იცით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მალე ნარჩენების დახარისხება დაიწყება და შესაბამისი ურნები დაიდგმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს. "ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ის, რასაც თავიდან ვიშორებთ, ის შეიძლება გადავამუშაოთ და ხელახლა გამოვიყენოთ სხვა დანიშნულებით. ეს მიდგომა არამარტო დაიცავს გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას, რაც...
წინა სტატია გორის მერის იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აღარ შევა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულმა საკითხმა, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის სხდომაზე, ხმათა სათანადო რაოდენობა ვერ მოიპოვა. “გორის მუნიციპალიტეტს ჰყავს გულმავიწყი მერი. ეს ადამიანი უხეშად არღვევს კანონს და რატომღაც ამ ადამიანს ეპატიება ეს ყველაფერი. დღეს კომისიის წევრების უმრავლესობამ, კომისიის სხდომაზე მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება. ჩვენს...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ IPN-ი წერს. „პირველ რიგში, ავღნიშნავ, რომ გუბერნატორები არიან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონებში. ჩვენ გუნდში კონსულტაციები გვექნება და თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც პირველ რიგში პრემიერის პრეროგატივაა, შესაბამისად ამის თაობაზე თქვენც გეცოდინებათ. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სიღნაღში ექსტრემალური ატრაქციონი "ზიპლაინის" სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და მიმდინარე წლის 29 ივლისს გაიხსნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც"ზიპლაინის" ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჩინჩალაძემ განაცხადა, ატრაქციონით დაშვების ღირებულება 30 ლარი იქნება. ,,ზიპლაინის გახსნის დღეს ატრაქციონით დაშვების ღირებულება იქნება 25 ლარი, ხოლო დამატებითი დაშვების ფასი კი 20 ლარით განისაზღვრება. ეს აქცია იქნება მხოლოდ გახსნის დღეს. სხვა დღეებში ადგილობრივებისთვის ატრაქციონით ერთხელ დაშვება ეღირება 30...
ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2019 წლის პირველი ნახევრიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემა შემოვა, რომელიც თავდაპირველად ცენტრალურ უბნებში დაწესდება.  ამის შესახებ მან დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე თქვა. ირაკლი ხმალაძის თქმით, ასეთ ზონებში პარკირების გადასახადისგან ელექტრომობილები სრულად გათავისუფლდებიან, სისტემიდან შესული თანხა კი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას მოხმარდება. "ეს სისტემა ემსახურება იმას, რომ იმ ადგილებში, სადაც კრიტიკულად მაღალია მოთხოვნა საპარკინგე ადგილებზე, ადგილები კი არ...
წინა სტატია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიურ მუზეუმს აშენებს. აღნიშნული პროექტი,  მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება 9 მილიონ  ლარს აჭარბებს. როგორც ფონდში აცხადებენ, ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა სათავსები განთავსდება. "პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“...
"თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ ამის აღმოფხვრა ერთ-ორ კვირაში შეუძლებელი იყო. თუმცა გრაფიკი, რომელსაც მერია წარმოგვიდგენს, მართლაც ძალიან ამბიციურია. განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ...
ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ღამის საათებში, კაფეებიდან ხმაურით წუხდებიან. მათი თქმით, ხმამაღალი მუსიკის გამო ტერიტორიაზე ტურისტები ბინას აღარ ქირაობენ. ადგილობრივებს პრეტენზიები აქვთ კაფეების სტუმრების მიმართაც. ისინი ქალაქის მერიას დროულ რეაგირებას სთხოვენ. ამ ბრალდებებს უარყოფენ ობიექტების მეპატრონეები. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ ამ ქუჩის მცხოვრებლების მხრიდან დარღვევის შესახებ შეტყობინება არ შესულა. უწყების წამომადგენლებმა...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. მერიის ცნობით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. როგორც მერიაში აცხადებენ, პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. ამ ამოცანების შესასრულებლად კი 2018-2019 წლებში 511 ამორტიზებული ავტობუსის სრულად ჩანაცვლება იგეგმება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობის გაზრდა 900 ერთეულამდე. https://www.youtube.com/watch?v=MbO8h6UsN3M&feature=youtu.be "2019-2021 წლებში მეტროს დაემატება...
დიდუბის რაიონში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა, რომელიც დიდუბის გამგეობისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტია. თბილისის მერიის ცნობით, სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მოედნის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობა დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „თითოეული ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს კონკრეტული ობიექტი რამდენიმე ფაქტორის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ის არის ზაზა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2018-2025) შესამუშავებლად, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იწვევს. სტრატეგია დაეყრდნობა მიმდინარე წლის 5 მარტს გაცხადებული დეცენტრალიზაციის ხედვას. სპეციალური განცხადება სამინისტრომ დღეს გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო მზად არის, სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში ჩართოს როგორც სამთავრობო დაწესებულებები და პარლამენტი, ისე ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის შემუშავების მიზნით, დაგეგმილია სამი სამუშაო ჯგუფის...
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბათუმში ნაგვის სეპარირებისთვის განთავსებულ ერთი და იგივე ურნებზე სხვადასხვა წარწერაა გაკეთებული. "ერთი მხიდან შეგიძლია ქაღალდი ჩაყარო და მეორედან - პოლიეთილენი" - წერს მომხმარებელი. გარდა ამისა, დახარისხებული ნარჩენები დღემდე საერთო ნაგავსაყრელზე მიდის. როგორც ირკვევა, სეპარირებული ნარჩენების გადამუშავება ტექნიკური აღჭურვილობისა და გადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. როგორც ცნობილია, ბათუმის ბულვარმა სეპარირების ურნების შესაძენად 100  ათასი ლარი 2 წლის წინ გამოყო. https://www.youtube.com/watch?v=1eZFwAF9x9Q&feature=youtu.be
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძთელის N32 და N34 კორპუსების ეზოების მოასფალტებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ხანძთელის N34 კორპუსის წინ ასფალტი 1138 კვ. მეტრზე დაიგება, ტენდერი 46 292 ლარზეა გამოცხადებული. ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის წინადადებების მიღება ორ აგვისტოს დაიწყება და შვიდ აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება ხანძთელის N32 კორპუსის ეზოს, აქ ასფალტი 1 354 კვ. მეტრზე დაიგება. ტენდერი 47 514 ლარზეა გამოცხადებული. შეგახსენებთ, რომ...
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, მევენახეებთან და ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოს ვენახების საკადასტრო სამუშაოებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კერძოდ, მიმდინარე წლის რთველის პროცესში, ყვარლის მუნიციპალიტეტში სატესტო რეჟიმში ამუშავდება კადასტრის საპილოტე პროგრამა. პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ჩაერთვებიან ის სუბიექტები, რომელთაც გააჩნიათ დიდიზომის ვენახები (≥ 7.0 ჰა) ყვარლის მუნიციპალიტეტში, განლაგებული ქინძმარაულისა დაყვარლის მიკროზონებში. პილოტ-პროექტის პირველი ეტაპისათვის ზემოთ მითითებულინიშნით შეირჩა 67 სუბიექტი, რომელიც ამ რეგიონში ფლობენ ჯამში დაახლოებით 2200 ჰავენახს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ შეხვედრის მონაწილეებს რთველის დროს ყურძნის ჩაბარების პროცესში საკადასტრო მონაცემების გამოყენების პირობები გააცნეს. სააგენტოს ვენახების კადასტრის ჯგუფმა სტუმრებს წარუდგინეს საქართველოს ვენახების კადასტრის აგების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ