რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ IPN-ი წერს.
„პირველ რიგში, ავღნიშნავ, რომ გუბერნატორები არიან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონებში. ჩვენ გუნდში კონსულტაციები გვექნება და თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც პირველ რიგში პრემიერის პრეროგატივაა, შესაბამისად ამის თაობაზე თქვენც გეცოდინებათ. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.