მთავრობას მოსახლეობის ინიცირებული არცერთი პეტიცია არ განუხილავს. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
მათი თქმით, ichange.gov.ge-ის პლატფორმის ჩაშვებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 400-მდე პეტიცია, საიდანაც 200-მდე გამოქვეყნდა, ხოლო ამდენივე კი უარყოფილია. როგორც საიაში ამბობენ, პლატფორმა დასახვეწია, პეტიციის ავტორებს ხშირად პრობლემას სწორედ ის ვადები უქმნის, რა დროშიც ხელმოწერები უნდა შეგროვდეს. არის საუბარი იმაზეც, რომ 1 თვიანი ვადა შემცირდეს, რათა...
პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა სამხარაული მიიჩნევს, რომ პირები, რომლებიც მიწას ამუშავებენ, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
გელა სამხარაულის თქმით, მისი პირადი აზრია, რომ გაფართოვდეს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებობს და წაახალისოს მსგავსი ფერმერები.
„ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის განათლება, ცოდნა და გამოცდილება, ამ მიმართულებით არის დიდი ნაბიჯები გადასადგმელი. ცოდნა თუ გვაქვს, შემდეგ მარტივია ყველაფერი, რესურსიც გამოჩნდება,...
"საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციიის" თავმჯდომარის გიორგი დობორჯგინიძის თქმით, საქართველოს ლოგისტიკის ინდექსი ძირითადად ინფრასტრუქტურულ ნაწილშია გაუარესებული. მის კომენტარს bm.ge ავრცელებს. მისი თქმით, გაუარესება ძირითადად ლოგისტიკურ ნაწილს ეხება, რომელიც ტერმინალებს და სასაწყობო ინფრასტრუქტურას მოიცავს.
"ლოგისტიკის ბოლო ინდექსი მცირედით გაუმჯობესებულია, მაგარამ ეს საკმარისი არ არის, როცა პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ჰაბი; ამ შემთხვევაში, ეს ზრდა საკმარისი არ არის. ზოგადად, აქ საუბარი...
კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის N28 კორპუსისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებისთვის ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნულ მისამართზე ბილიკები და სკამები მოეწყო, მიმდებარე ტერიტორიაზე კი, ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
ამ ეტაპზე, სამუშაოების ფარგლებში, რელიეფის მოსწორება და ტერიტორიის გამწვანება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „კგა“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს.
"მიმდინარე წელს, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობისთვის კრწანისის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მისამართზე განახორციელა....
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხზე იმსჯელეს. ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, განხორციელებული ცვლილების თანახმად ხარჯვითი ნაწილი 1 665746 ლართ განისაზღვრა.
გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგი ინფრასტურქტურული პროექტების განსახოციელებალდ გადანაწილდა: სოფელ თხილნარში ე.წ მინდია აბაშიძის ქუჩის სამანქანე გზის რეაბილიტაციისათვის 104 636 ლარი გამოიყო; ამხანაგობის მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად 53 000 ლარი დაიხარჯება; სოფელ მახოში არსებულ სტადიონზე ხელოვნური საფარის მოწყობად კი...
სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ხუთი ქანობიანი და 11 ბრტყელი სახურავი შეკეთდა.
გამგეობის ცნობით, ქინძმარაულის ქუჩაზე N2ა კორპუსის 1 000 კვ.მ ფართობის ქანობიანი სახურავი სრულად შეიცვალა და ამავე მისამართზე მოწესრიგდა წყალსაწრეტი მილები.
"აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 26 517 ლარი გამოიყო", - აცხადებენ გამგეობაში.
გურჯაანში, მარჯანიშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა და პირველ აგვისტოს უნდა დასრულდეს. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
„მარჯანიშვილის ქუჩაზე მოასფალტდება 272 მეტრი გზა, ასევე პირველი და მეორე ჩიხი (სიგრძით 94 და 120 მეტრი). მოეწყობა ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. სამუშაოები რეგფონდიდან ფინანსდება, თანადაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობაც 13.5%-ით“,- თქვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსაბლიშვილმა.
მისივე...
მერიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემოსასვლელებთან და სამ წრიულთან გასათავსებლად, კონსტრუქციების დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის თქმით, კონსტრუქციის/ნაგებობის ესკიზზე გამოსახული უნდა იყოს წარწერა „გურჯაანი - მეღვინეობის ქალაქი“ და უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაციული, კულტურული, ისტორიული, აგრარული და ტურისტული დატვირთვა.
„დიზაინი ეხება, როგორც მუნიციპალიტეტში ექვს შემოსასვლელს, ასევე სამ წრიულს: ბაკურციხესა და გურჯაანში. წრიულებზე განთავსდება სამი სხვადასხვა კონსტრუქცია, ხოლო...
გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, 20 მისამართზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიმიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ექვს მისამართზე სახურავის შეკეთება, ოთხ მისამართზე წყალარინების შიდა ქსელის, ხუთ მისამართზე ლიფტის, ერთ მისამართზე სართულშორისი ნაპრალების, ოთხ მისამართზე კი, კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობამ სამუშაოები 100%-ით დააფინანსა.
წინა სტატია
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადრები გიორგი კვირიკაშვილთან კავშირის გამო გაათავისუფლეს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"გუბერნატორების ნაწილი უფრო ადრეული დროიდან დაინიშნა, ზოგი მოგვიანებით, ამიტომ გიორგი კვირიკაშვილის კადრებთან დაკავშირებულ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ქადაგიშვილის ინფორმაციით, ეს იყო გარკვეულწილად გამოსამშვიდობებელი შეხვედრა.
„ვმუშაობდით წლების განმავლობაში...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 3 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო აფციაურის თქმით, ვაკანტურია მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, ტურიზმის განვითარებისა და სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებების უფროსების პოზიციები. ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
"აღნიშნულ პოზიციებზე მერიის თანამშრომლების შესარჩევად ჩატარდება ღია...
მოსახლეობის მოთხოვნით დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის N97-ში, 6 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.
გამგეობის ცნიბით, დემონტაჟის პარალელურად, ტერიტორიას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია და „თბილსერვის ჯგუფი“ ასუფთავებს.
"სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N97-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად, მოსასვენებელი სივრცის პროექტს შეიმუშავებს და სკვერის მოწყობას დაიწყებს", - აცხადებენ დიდიუბის რაიონის გამგეობაში.
თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დიდუბის რაიონში დღემდე, 26 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
წინა სტატია
თბილისის ახლად აშენებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავეჯის, სამზარეულოს ტექნიკისა და სხვა სტანდარტული ინვენტარის შეტანა დაიწყო.
თბილისის მერიის ცნობით, 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, დასრულდება ახალი ბაღების კადრების შერჩევა-დაკომპლექტებაც, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს კონკურსი.
“ჩვენ ახალი სააღმზრდელო წლისათვის აქტიურ სამზადისში ვართ, მიმდინარეობს როგორც ბაგა-ბაღების აღჭურვა და ინვენტარის შეტანა, ისე კადრების შერჩევა იმისათვის, რომ დამატებით რამდენიმე ათას ბავშვს შევუქმნათ კომფორტული, კეთილმოწყობილი...
ვაკის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით მრავალბინიანი კორპუსების ქანობიანი და ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, სხვადასხვა მისამართზე წყალსაწრეტი მილების შეცვლაც მიმდინარეობს.
"ამ დროისთვის, სახურავების რეაბილიტაციისა და წყალსაწრეტი მილების მონტაჟის 16 პროექტი დაფინანსდა. დასრულდა შვიდი სახურავის რეაბილიტაცია, რაზეც 80 548 ლარი დაიხარჯა. ხუთ მისამართზე კი, გადახურვის განახლება მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტების შესრულების თანხა 102 175 ლარს შეადგენს", - აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.
ისნის რაიონში, ავლაბარში, ზინდისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება.
გამგეობის ცნობით, არნიშნულ მისამართზე ასფალტის მეორე ფენა 1 251 კვ2 ფართობზე დაიგო, ხოლო ტროტუარისა და ბორდიურის მოწყობა 425 კვ.მ-ზე უკვე დასრულებულია.
"საგზაო სამუშაოებს ისნის რაიონის დაკვეთით, შპს"სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს, ხოლო პროექტის ღირებულება 78 201 ლარია", - აცხადებენ ისნის რაიონის გამგეობაში.
ისნის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ვაზისუბნის II მიკრორაიონის N16 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა გზის კაპიტალური შეკეთება დმიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, ბორდიური და ტროტუარი უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე კი, ასფალტის დასაგებად, გზის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, კახეთის გზატკეცილის N10 კორპუსთან, წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება.
გამგეობის ცნობით, ონაშვილის ქუჩა N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































