დიდუბის რაიონში 6 ავტოფარეხის ნაცვლად, სკვერი მოეწყობა

632

მოსახლეობის მოთხოვნით დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის N97-ში, 6 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.

გამგეობის ცნიბით, დემონტაჟის პარალელურად, ტერიტორიას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია და „თბილსერვის ჯგუფი“ ასუფთავებს.

“სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N97-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად, მოსასვენებელი სივრცის პროექტს შეიმუშავებს და სკვერის მოწყობას დაიწყებს”, – აცხადებენ დიდიუბის რაიონის გამგეობაში.

თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დიდუბის რაიონში დღემდე, 26 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.