გურჯაანში, მარჯანიშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა და პირველ აგვისტოს უნდა დასრულდეს. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
„მარჯანიშვილის ქუჩაზე მოასფალტდება 272 მეტრი გზა, ასევე პირველი და მეორე ჩიხი (სიგრძით 94 და 120 მეტრი). მოეწყობა ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. სამუშაოები რეგფონდიდან ფინანსდება, თანადაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობაც 13.5%-ით“,- თქვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსაბლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციისთვის 164 555 ლარი დაიხარჯება.