ისნის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ვაზისუბნის II მიკრორაიონის N16 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა გზის კაპიტალური შეკეთება დმიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, ბორდიური და ტროტუარი უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე კი, ასფალტის დასაგებად, გზის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, კახეთის გზატკეცილის N10 კორპუსთან, წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება.
გამგეობის ცნობით, ონაშვილის ქუჩა N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი ავტოფარეხების ადგილას სკვერი ეწყობა. აღნიშნულ მისამართზე გზის კაპიტალური შეკეთება უკვე განხორციელდა, მოეწყო სპორტული მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, ხოლო, სამუშაოების ბოლო ეტაპზე, ტერიტორიაზე საბაღე სკამები განთავსდება.