“საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციიის” თავმჯდომარის გიორგი დობორჯგინიძის თქმით, საქართველოს ლოგისტიკის ინდექსი ძირითადად ინფრასტრუქტურულ ნაწილშია გაუარესებული. მის კომენტარს bm.ge ავრცელებს. მისი თქმით, გაუარესება ძირითადად ლოგისტიკურ ნაწილს ეხება, რომელიც ტერმინალებს და სასაწყობო ინფრასტრუქტურას მოიცავს.
“ლოგისტიკის ბოლო ინდექსი მცირედით გაუმჯობესებულია, მაგარამ ეს საკმარისი არ არის, როცა პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ჰაბი; ამ შემთხვევაში, ეს ზრდა საკმარისი არ არის. ზოგადად, აქ საუბარი არ არის ინფრასტრუქტურის გაუარესებაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ რეგიონალურად სხვა ქვეყნებს უფრო მეტი პროგრესი აქვთ, ვიდრე ჩვენ.
მაგრამ გაუარესება, ძირითადად არის ინფრასტრუქტურისა და სერვისების ნაწილში, საბაჟო კუთხით პრინციპში კარგი მაჩვენებელი გვაქვს, ნაკლებად შეეხება გზებს და მოიცავს ტერმინალებს და სასაწყობო ინფრასტრუქტურას, რაც მომსახურების სერვისზე აისახება.
რაც შეეხება გზებს, ამ ნაწილში პროექტები უკვე ხორციელდება, თუმცა, როდესაც ტრაილერი შემოდის თურქეთიდან და მიდის აზერბაიჯაში, სანამ ამ ავტობანზე შემოვა, ხო უნდა გაიაროს გარკვეული მონაკვეთი. ვიდრე გზების მშენებლობის პროექტი არ დასრულდება, სრულყოფილი საგზაო ინფრასტრუქტურაც ვერ გვექნება“ – განაცხადა გიორგი დობორჯგინიძემ.