გლდანის რაიონში 20 მისამართზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

726

გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, 20 მისამართზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიმიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ექვს მისამართზე სახურავის შეკეთება, ოთხ მისამართზე წყალარინების შიდა ქსელის, ხუთ მისამართზე ლიფტის, ერთ მისამართზე სართულშორისი ნაპრალების, ოთხ მისამართზე კი, კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობამ სამუშაოები 100%-ით დააფინანსა.