სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ხუთი ქანობიანი და 11 ბრტყელი სახურავი შეკეთდა.
გამგეობის ცნობით, ქინძმარაულის ქუჩაზე N2ა კორპუსის 1 000 კვ.მ ფართობის ქანობიანი სახურავი სრულად შეიცვალა და ამავე მისამართზე მოწესრიგდა წყალსაწრეტი მილები.
“აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 26 517 ლარი გამოიყო”, – აცხადებენ გამგეობაში.