"ძირითადი არის ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია და პირველი ნაბიჯი სწორედ აქეთკენ უნდა გადაიდგას", - ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი მელაშვილი სამინისტროს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. "ძირითადი არის ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია და პირველი ნაბიჯი სწორედ აქეთკენ უნდა გადაიდგას. მაგალითად, თუ მუნიციპალიტეტმა კარგად იმუშავა და შემოსავლები გაზარდა,...
წინა სტატია დღეს "ჰოლიდეი ინ"-ში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა გაიმართა სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფებთან, რომლებიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში ჩაერთვებიან. შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდის, ფინანსური დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფის საკითხებზე უნდა იმუშაოს. "დღეს გაფართოებული შემადგენლობით პირველი შეხვედრა გვაქვს. შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი....
"გუბერნატორებმა უნდა იქონიონ ძალიან ძლიერი ხიდის ფუნქცია მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, იმიტომ, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება და გადაჭრა არის შესაძლებელი ხალხთან ძლიერი, მუდმივი კომუნიკაციის პირობებში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს აქვს სრული მორალური-პოლიტიკური და სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ მის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ფარგლებში თავად შეარჩიოს...
"გუბერნატორი, ერთი მხრივ, დამაკავშირებელი უნდა იყოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას შორის, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონის მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს დანიშნულ ახალ გუბერანტორებს აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში მუშაობის სერიოზული გამოცდილება. "იცით, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური და სწრაფი რეფორმების გეგმა. ამ რეფორმების...
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს შვიდ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები წარადგინა. პრემიერის გადაწყვეტილებით, ახალი რწმუნებულები დაინიშნენ მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებმა კი თანამდებობები შეინარჩუნეს. მამუკა ბახტაძემ პრემიერად წარდგენისთანავე განაცხადა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტს რეფორმირება სჭირდება, თუმცა, გარდა ტერმინოლოგიური და საკადრო ცვლილებებისა, ამ მიმართულებით დღემდე არაფერი შეცვლილა. “ამ ინსტიტუტს სჭირდება...
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ შვიდი ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა განაცხადა, მთავრობის მთავარი მიზანი რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარებაა, ამიტომაც რწმუნებულებს დიდი ფუნქცია დაეკისრებათ. "ის გეგმები, რომელიც ჩვენ დავისახეთ, უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად და სრულყოფილად. რწმუნებულებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს", - განაცხადა ბახტაძემ. მისი თქმით, შეიქმნება კომუნიკაციის...
წინა სტატია გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. პოსტიდან გადადგომის შესახებ მან facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. "ჩემო მეგობრებო,მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე!! მინდა, მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში!!" - წერს სოციალურ ქსელში ჭანუყვაძე. ჭანუყვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს ქალბატონო მაია, პირველი რიგში, გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების სამუშაო ჯგუფებში ჩვენი კოალიციის - "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრების მიწვევისათვის. კოალიციას განზრახული აქვს, აქტიურად ითანამშრომლოს სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებულ ფორმატში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. ამ ეტაპზე აუცილებლად მიგვაჩნია, მოგაწოდოთ კოალიციის ხედვები დეცენტრალიზაციის მიმართულებით იმ პრიორიტეტების თაობაზე, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა...
"აგროქიზიყმა" თივისა და სილოსის მობილური ლაბორატორია შეიძინა. ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაცია ფლობს მობილურ ლაბორატორიას, რომელიც იძლევა საშუალებას, წამებში გაიზომოს სილოსისა და თივის მაჩვენებლები.მობილური ლაბორატორია X-Nir, ადგენს თივისა და სილოსის ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა: პროტეინი, ტენიანობა, უჯრედანა, ცხიმი და ნაცარი.მ მონაცემების ანალიზი მნიშნელოვანია საქონლის უხეში საკვების ხარისხის კონტროლისა და რაციონის შედგენისთვის. პროფესიონალურად შედგენილი რაციონი ფერმის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. კარგად დაგეგმილი პირუტყვის კვება ფერმერს ხარჯების ოპტიმიზაციისა და...
ავტორი: თინათინ მოსიაშვილი კასრისწყალი - მესაქონლეთა სოფელი ზვიად ბუჩაიძე 25 წლისაა. ის თუშია, თუმცა, შირაქში გაიზარდა: ერთი წლის იყო, მშობლებმა კასრისწყალში რომ ჩამოიყვანეს და მას მერე ამ სოფელში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ კაჭრეთის კოლეჯი დაასრულა და ახლა კასრისწყლის საჯარო სკოლაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებლად მუშაობს. სკოლა ერთადერთი საჯარო დაწესებულებაა კასრისწყალში. ახლა აქ 29 მოსწავლეა.  კლასებში 3-4 ბავშვია, ზოგგან ნაკლებიც. წელს...
ავტორი: ანა მარგველაშვილი - სათემო განვითარების ცენტრი კონფლიქტის ზონის, ე.წ. „საზღვრისპირა“ სოფლებზე არაფერი მეცოდინებოდა, რომ არა ერთი არაჩვეულებრივი ქალი, მანანა ჩიხლაძე, სოფელი ტყვიავიდან. ქალი, რომელიც ჯერ ჩემი საყვარელი დიდედას მოვლაში გვეხმარებოდა და შემდეგ მამაჩემის. ჩვენი ოჯახის წევრი იყო. მისგან გავიგე პირველად ქართლის სოფლების ეს სახელები: ტყვიავი, მერეთი, კარბი, არბო, მეღვრეკისი. ისეთ ამბებს მიყვებოდა სოფლის ყოფაზე, ჭირზე და ლხინზე, 2008 წლის ომის...
შემდეგი სტატია მოსავლის აღებასთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ნელ-ნელა ხანძრის რკალში ექცევა. შირაქის ველი, პრაქტიკულად, ალშია გახვეული. იგივე ხდება სიღნაღიდან დედოფლისწყაროსკენ მომავალ გზაზეც. ადამიანები, რომლებსაც მოსავლის აღებისას ნამჯისგან მიწის ნაკვეთის გასაწმენდად დამატებით თანხის გადახდა არ უნდათ (მათი თქმით, თვითღირებულებას აძვირებს), ამ ვანდალიზმს იმით ხსნიან, რომ მათი მამა-პაპაც ასე "ამუშავებდა" მიწას. ამ "დამუშავებას" ხშირად ქარსაფარი ზოლები ეწირება, თავად დედოფლისწყარო კი, ქალაქიან-სოფლებიანად, ჭვარტლშია გახვეული. ათწლეულებია,...
სტატია გამოქვეყნდა "კომერსანტში" ავტორი: რუსა მაჩაიძე მამუკა ბახტაძის მეორე პრემიერობის პირველი რეფორმა რეგიონებთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. გუბერნატორების  შეცვლასთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და  მთავრობის ადმინისტრაციაში, უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარებაში გადავა. თუმცა, კონკრეტულად რა ფუნქცია ექნება ამ  უწყებას, ჯერჯერობით არავინ საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ  უწყების ხელმძღვანელად სოზარ სუბარი უკვე დაინიშნა.  ყველაზე მეტ კითხვას კი  სწორედ...
წინა სტატია სატრანსპორტო კომპანია "ინტერ ტრანსი" რუსთაველების მიერ გავრცელებულ პეტიციას ეხმაურება. კომპანია აცხადებს, რომ მგზავრებს ტექნიკურად გამართული ტრანსპორტი ემსახურება, კონდიცირების სისტემა მოწესრიგებულია და სამარშრუტო ტაქსებიდან დამატებითი სავარძლების ამოღებაც დაიწყეს. კომპანია, ასევე, მიმართავს რუსთავის მერიას, დაეხმაროს ე.წ. "ხიშნიკი" მძღოლების პრობლემის მოგვარებაში, რაც უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლების მოვალეობაა. გთავაზობთ "ინტერ ტრანსის" მიერ გავცელებულ განცხადებას: მოგახსენებთ, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილება წარმოადგენს კომპანიის ძირითად და უცვლელ პრიორიტეტს.  სრული პასუხისმგებლობით...
ანა მარგველაშვილი სათემო განვითარების ცენტრი როცა დრო გვაქვს და თელავში ვართ ჩასულები მე, ჩემი შვილი სანდრო და ხანდახან ჩვენი სტუმრები, ჩავსხდებით მანქანაში და რაიმე კონკრეტული ადგილის სანახავად მივდივართ. თავგადასავლები და აღმოჩენები ძალიან გვიყვარს, ამიტომ ასეთი წესი გვაქვს: დანიშნულების ადგილამდე სანამ მივალთ, გზად, სადაც გული გაგვიწევს, იმ სოფელში შევალთ და რომელ გზაზეც მოგვინდება, იქ გადავუხვევთ. ამ უმისამართო მოგზაურობებში ძალიან საინტერესო და ლამაზ...
წინა სტატია დედაქალაქის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნულ საკითხს დეპუტატებმა მხარი 32 ხმით დაუჭირეს. აღნიშნული ცვლილებებით თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. შეგახსენებთ, რომ თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება და 916 მილიონ 863 ათასი ლარი იქნება. ბიუჯეტში ბოლო ცვლილება აპრილში შევიდა. მაშინ ტენდერების გზით გამოთავისუფლებული 5...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ