“აგროქიზიყმა” თივისა და სილოსის მობილური ლაბორატორია შეიძინა

840

აგროქიზიყმა” თივისა და სილოსის მობილური ლაბორატორია შეიძინა.

ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაცია ფლობს მობილურ ლაბორატორიას, რომელიც იძლევა საშუალებას, წამებში გაიზომოს სილოსისა და თივის მაჩვენებლები.
მობილური ლაბორატორია X-Nir, ადგენს თივისა და სილოსის ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა: პროტეინი, ტენიანობა, უჯრედანა, ცხიმი და ნაცარი.მ მონაცემების ანალიზი მნიშნელოვანია საქონლის უხეში საკვების ხარისხის კონტროლისა და რაციონის შედგენისთვის. პროფესიონალურად შედგენილი რაციონი ფერმის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. კარგად დაგეგმილი პირუტყვის კვება ფერმერს ხარჯების ოპტიმიზაციისა და მოგების ზრდის საშუალებას აძლევს.

ვიდეოში უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის სპეციალისტები სილოსის ხარისხის მაჩვენებლებს განიხილავენ